LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაიზრდება ქვეყნების სია, რომელთანაც საქართველო ფრენებს აღადგენს

275
FORTUNA.GE (39)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ იმ ქვეყნების სია, რომელთანაც საქართველო ფრენებს აღადგენს, გაიზარდოს.

მინისტრმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„5 ქვეყანასთან ფრენების აღდგების გადაწყვეტილება გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც ევროკავშირმა 30 ივნისს მიიღო. ბუნებრივია, ეს ეფუძნება იმ კრიტერუმებსა და ფაქტორებს, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას. ჩვენ თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განვაახლებთ და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან, ზოგმა გარკვეული პირობით, ზოგმა უპირობოთ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება.

ეს სია არ არის საბოლოო. ევროკავშირის გადაწყვეტილება აძლევს მოქნილობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ორ კვირაში ერთხელ გადასინჯონ არსებული სია და ეპიდემიოლოგიური სიტაციიდან გამომდინარე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენი ქმედებაც იქნება თანმიმდევრული, ჩვენც ჩვენს სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციისა და კონსულტაციების შედეგად, ასევე ფაქტებზე დაყრდნობით რა მდგომარეობაც იქნება ევროკავშირის ქვეყნებში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს სია გაფართოვდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ხუთ ქვეყანას საზღვრები გაუხსნა.

რა ხდება იმ ხუთ ქვეყანაში, რომელსაც საქართველომ საზღვარი გაუხსნა

რა წესები იმოქმედებს საზღვრების გახსნის შემდეგ: საქართველოს მოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები