LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? – გია ვოლსკი ევროპარლამენტარებს

75
ვოლსკი

მაშ, როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? – ამ კითხვით მიმართავს ევროპარლამენტარების ნაწილს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

“გადავხედოთ ზოგიერთ მონაცემს, რომელთა მიღმა არაერთი ადამიანისა და ოჯახის განსაცდელი, დანგრეული ცხოვრება, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზიანი აისახება: სტრასბურგის სასამართლომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი ასამდე უმძიმესი დარღვევის შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის 10 სიცოცხლის უფლების დარღვევას, ხოლო 30 წამების ფაქტს ეხება. რასაკვირველია დაზარალებულთა უმრავლესობამ საერთაშორისო სასამართლოს არ ან ვერ მიმართა. ზოგიერთ ევროპარლამენტარს მინდა მივმართო შეკითხვით, მაშ როდის იყო საქართველო ევროსტანდარტებთან ახლოს როდესაც, მაგალითად, სერგო თეთრაძეს წამებით ამოხადეს სული, თუ ახლა? ისე, ცნობისათვის 2004-2012 წლებთან შედარებით, შემდგომ შვიდ წელიწადში საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში 7-ჯერ ნაკლები საჩივარია შესული”, – წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები