LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შეძლებენ მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის გაკეთებას – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

78
aSTRA 33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მადლობას უხდის ვაქცინაციის პროცესში აქტუიურად ჩერთვის გამო და კიდევ ერთხელ განმარტავს, როდის შეეძლებათ  „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრან.

„მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართულებით გამოჩენილი აქტიურობისთვის.

“ასტრაზენეკას” დაგვიანებულ მარაგს შეიძლება უფრო მეტი პოზიტივი ჰქონდეს: ივანე ჩხაიძე

23 ივნისის მდგომარეობით ჩატარებულია 242 ათასზე მეტი აცრა და სრულად აცრილია 88 000-მდე მოქალაქე. საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების და კოვაქსის პლატფორმის ფარგლებში ივლისის თვიდან მოხდება 3 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინის ეტაპობრივად მოწოდება.

მიმდინარე ეტაპზე, კოვაქს პლატფორმიდან „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შეჩერებულია ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზებით აცრა, ასევე მეორე აცრა პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება აცრები ყველასი, რომელთა პირველი აცრიდან გავიდა 10-12 კვირა.

ყველა მოქალაქეს, რომელთაც 24 ივნისიდან უსრულდებათ პირველი აცრიდან 10-12 კვირა და უკვე დარეგისტრირებულნი არიან მეორე ვიზიტზე, აცრა ჩაუტარდებათ მათ მიერ შერჩეულ თარიღსა და ლოკაციაზე. ასტრა-ზენეკას ვაქცინის პირველი დოზით აცრილ ყველა მოქალაქეს, ვისაც 24 ივნისიდან უსრულდება პირველი აცრიდან 10 -12 კვირა შესაძლებლობა აქვთ,  გააკეთონ ჯავშანი მეორე აცრისთვის პორტალზე მითითებულ კლინიკებში.

ყველა იმ მოქალაქეს რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, ახლო მომავალში მიეცემა აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობას მოგახსენებთ გულისხმიერებისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას“! – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები