LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის შეიძლება მოიხსნას კომენდანტის საათი – გამყრელიძის განმარტება

545
komendantis saaTi

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ასახელებს სავარაუდო დროს როდესაც შესაძლოა, კომენდანტის საათი მოიხსნას.

„ამ ეტაპზე ჯერ არ მოიხსნება კომენდანტი, მიმდინარეობს მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით შემსუბუქდეს ან არ შემსუბუქდეს.

დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება.

ოფიციალურად დაღუპულია 3,7 მილიონი ადამიანი, შეფასებითი მაჩვენებლით ეს არის, დაახლოებით, 7 მილიონი, საქართველოში პანდემიამ იმსხვერპლა 5 000 ადამიანი, ამიტომ მესმის, რომ ბევრი რამე უხერხულია, მაგრამ პანდემიები ხდება საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები