LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის უბრუნდებიან ადამიანები ძველ სიყვარულს – სოფია ბზეკალავას განმარტება

608
sofianews

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ცნობილი ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ კერისა და ეიდენის შეხვედრის სცენას აზიარებს და წერს, რომ ადამიანების ნაწილი, გარკვეული ასტროლოგიური მიზეზით, ხშირად ძველ სიყვარულს უბრუნდება.

„გახსოვთ, ალბათ, კერის და ეიდენის შეხვედრა აბუდაბიში, დაშორებიდან დიდი ხნის შემდეგ, მაშინ როცა ორივეს უკვე  ცალ-ცალკე ჰყავს ოჯახი. აი, ამას ჰქვია ასტროლოგიაში პირად ჰოროსკოპში ქორწინება-პარტნიორობის სახლის ე.წ რეტროგრადული მმართველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა, წლების შემდეგ ძველ სიყვარულს დაუბრუნდეს. და ეს ყოველთვის კარმული ურთიერთობაა, ანუ პარტნიორი წარსული ინკარნაციიდან, რომელთანაც ამ ცხოვრებაში მოგიწევთ გარკვეული შეცდომების დამუშავება და თქვენ მისით, ის კი თქვენით – ორივე გაიზრდებით.

პრაქტიკაზე მინახავს რეტრო მმართველით ქალი, რომელიც 12 წლის წინ “დასრულებულ” ურთიერთობაში დაბრუნდა და დაიწყო ხელახლა, ამჯერად უკვე ძველი შეცდომების გააზრების ხარჯზე ბედნიერი ურთიერთობის ახლებურად შენება. თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ რეტრო მმართველი ყოველთვის არ ნიშნავს ძველთან დაბრუნებას, ვარიანტი ბევრია: მაგალითად, ვისაც დიდი ხნის წინ იცნობდით, იმაზე ქორწინება (კლასელი, მეზობელი), ასევე შესაძლოა, დიდი ხნით ჩარჩეთ ემოციურად ძველ ურთიერთობებში და ვეღარ დაიწყოთ ახალი, არის ასევე ალბათობა, რომ თავად ყოფილი ჩარჩეს ხანგრძლივად თქვენს გულში თუ არა, სახლში მაინც და დიდ ჯაფად დაგიჯდეთ მისი იქედან გაძევება. პ.ს. მე მაინც ვფიქრობ, რომ კერი ეიდენს უნდა დაბრუნებოდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები