LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდის უნდა შეწყდეს საბჭოთა სისტემის თაყვანისცემა ჩვენ ქვეყანაში?! სად რუსეთი და სად მართლმადიდებლობა?!”

16996079_1342839642434057_2261648692722914809_n

მამა პეტრე კოლხი ამბობს, რომ რუსული ეკლესია ვლადიმერ პუტინის კანცელარიად არის ქცეული და დიდი ხანია, როგორც ქრისტიანული ინსტიტუცია აღარ არსებობს.

“როდის უნდა შეწყდეს საბჭოთა სისტემის თაყვანისცემა ჩვენ ქვეყანაში?! რატომ არის ასე ადვილი იმის მიღება, რომ მართლმორწმუნე რუსეთი ქართველ სასულიერო პირს იტაცებს…
რატომ არ გვინდა იმის აღიარება, რომ რუსული ეკლესია, როგორც ქრისტიანული ინსტიტუცია დიდი ხანია აღარ არსებობს და პუტინის კანცელარიად არის ქცეული?!
სად რუსეთი და სად მართლმადიდებლობა?!
რატომ ვუწოდებთ ჩვენს უნიათობას, სილაჩრეს დიპლომატიას?!
რით არ დაიღალეთ უნიჭო ზღაპრების შეთხზვით?! ასეც რომ იყოს, აღარ გვჯერა ზღაპრების, გავიზარდეთ!..- წერს მამა პეტრე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები