ყველა მშობელს მხოლოდ საუკეთესო უნდა თავისი შვილისათვის და მაინც, ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიცით, როგორ დავეხმაროთ მათ და რა გავაკეთოთ იმისათვის, რათა მომავალში ჩვენი შვილები მენტალურად ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. მენტალური სიძლიერე და მდგრადობა მათ სამომავლოდ ცხოვრების ურთულეს გამოწვევებთან ბრძოლაში დაეხმარება. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები სათანადოდ შევამზადოთ ცხოვრების სირთულეებთან საბრძოლველად?

ბავშვთა ფსიქოთერაპევტ ენ მორინის აზრით 7 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ბავშვები აკეთებენ, არის:

ისინი სხვისი გავლენისაგან თავისუფალი არიან – არავის აქვს კონტროლი მათ ემოციებზე. სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ ამ ბავშვებს თავი ცუდად აგრძნობინონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც რაღაცაში მათზე უკეთესია. იმისათვის, რათა ამ თვისების გამომუშავებაში დაეხმაროთ, ნუ ამყოფებთ შვილს მუდმივ შეჯიბრში სხვებთან. ნუ მოითხოვთ, რომ ის ყველაფერში საუკეთესო იყოს. როდესაც ბავშვი ამბობს, რომ მოწყენილია, რადგან მისმა თანაკლასელმა უფრო მაღალი ნიშანი მიიღო და ამიტომ ის მასზე უკეთესი მოსწავლეა ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობაზე სხვებს დიდი გავლენა აქვთ. აგრძნობინეთ შვილებს, რომ მთავარია თვითონ გრძნობდნენ თავს ბედნიერად იმით, რასაც აკეთებენ, ამბობენ ან ფიქრობენ.

ისინი კარგად ადაპტირდებიან ცვლილებებთანახალ სკოლაში და კლასში გადასვლა ბავშვისთვის სერიოზული გამოწვევაა და ამ დროს მშობლის გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მენტალურად ძლიერ ბავშვებს ესმით, რომ ნებისმიერი ცვლილება ადამიანს განვითარებას აიძულებს და ამიტომ სასარგებლოა.

მათ

იციან როდის თქვან არა –  ეს ძალიან საჭირო უნარია, რადგან ზრდასრულ ასაკშიც ხშირად გვიწევს ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციებთან გამკლავება მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ვიღაცის ხათრით რაღაცაზე უარი ვერ ვთქვით. ეს უნარი როგორც ბავშვს, ასევე მოზრდილ ადამიანსაც სტრესისგანაც ათავისუფლებს, რომელსაც მისთვის არასასურველი ქმედების განხორციელება გამოიწვევდა.

მათ შეუძლიათ შეცდომების აღიარება და ბოდიშის მოხდა – მენტალურად ძლიერი ბავშვები დანარჩენებისაგან განსხვავებით საკუთარ შეცდომებს არ მალავენ, რადგან მათ ასწავლეს, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და აქვთ საკმარისი სიმამაცე იმისათვის, რომ საკუთარი შეცდომების გამოსწორება სცადონ. მათ საჭიროების შემთხვევაში ბოდიშის მოხდაც შეუძლიათ.

ისინი სხვისი წარმატებით ხარობენ – ბუნებრივია, რომ ბავშვებს შესაძლოა ეწყინოთ სპორტულ შეჯიბრებაში დამარცხება, ან ის, რომ მათგან განსხვავებით მათ მეგობარს ახალი სათამაშო უყიდეს. თუმცა საერთო ჯამში, ნეგატიური ემოციები მათ არაფერში დაეხმარება. ასწავლეთ შვილებს, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ საკუთარი მაქსიმუმი ისე, რომ არ იფიქრონ სხვებზე, ვინც შესაძლოა ამაში მათზე უკეთესი იყოს.

ისინი ეცემიან, მაგრამ შემდეგ წამოდგებიან – წარუმატებლობა მტკივნეულია, თუმცა ამავდროულად საუკეთესო გაკვეთილიც არის. ყველაზე წარმატებულ ადამიანებსაც კი ცხოვრების გარკვეულ პერიოდსა და ასპექტში წარუმატებლობა განუცდიათ. ასწავლეთ შვილებს, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ კიდევ სცადონ ისეთი რამის გაკეთება, რაც მათთვის მართლა მნიშვნელოვანია.

7. ისინი ჯიუტად მიიწევენ წინ– როდესაც გარკვეული მიზნის მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება, ადამიანის თავის ტვინი ცდილობს მის „დარწმუნებას“, რომ დანებდეს. თუმცა ეს მენტალურად ძლიერი ბავშვებს არ ემუქრებათ. ისინი მეტისმეტად ჯიუტები არიან საიმისოდ, რომ დანებდნენ და ჯიუტად მიიწევენ მიზნისაკენ.

 

მსგავსი თემები