LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ახერხებენ სუპერმარკეტები, დავხარჯოთ ბევრი ფული

476

სუპერმარკეტები მომხმარებლების ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, დიდი სიფრთხილით გეგმავენ, როგორ დაალაგონ პროდუქტი თაროებზე. ნივთების განთავსებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ჩვენც ადვილად ვებმებით მახეში.

გაიხსენეთ, რამდენჯერ შესულხართ მაღაზიაში მხოლოდ რძის საყიდლად, უკან კი საჭმლით სავსე სამი ჩანთით გამოსულხართ. ნაცნობი სიტუაციაა, ხომ?

როგორ ახერხებენ ამას სუპერმარკეტები :

 

1.  ძირითადი პროდუქტი მაღაზიის უკანა ნაწილშია განთავსებული.

 

capture

პირველადი საჭიროების პროდუქტი, როგორიცაა რძე და კვერცხი, ყოველთვის ბოლო თაროებზე დევს, ამიტომ მომხმარებლებს უწევთ მთელი მაღაზია გაიარონ და ყველა სხვა პროდუქტს შეავლონ თვალი.

 

2.  ყვავილები და საკონდიტრო ნაწარმი შესასვლელთან ახლოს გხვდება

 

capture

ეს სურნელოვანი და ყურადღების მიმზიდველი პროდუქტი განგებ დევს მაღაზიის შესასვლელში, რომ მომხმარებლის სანერწყვე ჯირკვლები ფააქტიურდეს და მოშივდეს, ამის გამო კი ის ბევრ პროდუქტს ყიდულობს მაღაზიაში სიარულისას.

 

3. ხილი და ბოსტნეული შესასვლელთან ახლოს დევს.

 

capture

ახალი ხილი და ბოსტნეული და თვალისთვის ესთეტიკურად აღსაქმელი პროდუქტი მომხმარებლის თვალს იტაცებს და აიძულებს, მეტი დახარჯოს.

 

4. თაროებზე პროდუქტი დევს როგორც უფროსების, ასევე – ბავშვების ფსიქოლოგიური განწყობის გათვალისწინებით.

 

capture

წამყვანი ბრენდების ძვირადღირებული პროდუქტი ზრდასრული ადამიანების სიმაღლის გათვალისწინებით დევს, საბავშვო ტკბილეული კი – ქვედა თაროებზე.

5.  პროდუქტი დაწყვილებულია.

 

capture

მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ ხოლმე დაწყვილებულ პროდუქტს, მაგალითად – თუ ჩიფსის გვერდზე დევს სალსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები