LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ დღეს საქართველოში

281
ამინდიის პროგნ

17 ივნისს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმა ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +25, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორშიც მოღრუბლული ამინდია, +27 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში იწვიმებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +17, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები