LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ასწავლის კლოპი ფეხბურთელებს ზუსტი პასების კეთებას (ვიდეო)

79

”ლივერპულმა” ახალი გერმანელი მწვრთნელის იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგო, თან ეს ლონდონში მოახერხა ”ჩელსის” წინააღმდეგ და შესაბამისად კლოპიც კარგ ხასიათზეა. ის, მსაჯებმა თამაშის დროს თუ ძალიან არ გააბრაზეს, ისედაც არ არის უხასიათო კაცი და ხშირად ოხუნჯობს ხოლმე და ეს თვისება ერთ-ერთ ვარჯიშზეც გამოავლინა. ჯორდან იბემ პასებით ვარჯიშისას არაზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთი თანაგუნდელის ნაცვლად კლოპს მიუვიდა. როდესაც ფეხბურთელი კლოპს გაუსწორდა, ამანაც სათვალე მოიხსნა და შეგირდს მიაწოდა, აქაოდა სხვაა დროს უკეთ რომ დაინახო ბურთს ვის და სად აწვდიო.
ექნება თუ არა კლოპს სახუმაროდ საქმე, ამას უახლოესი მატჩები დაგვანახებს, თუმცა ხასიათს რა მოაშლევინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები