LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და გავხდეთ უფრო თავდაჯერებული?  – რჩევები

2229
self-confidence-870x440

თითქმის ყოველთვის, წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა. გარდა იმისა, რომ ის უარყოფითად აისახება ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საკუთარი თავიდასმი უნდობლობამ ცუდად შესაძლოა მომავალზეც იმოქმედოს. რა არის დაბალი თვითშეფასება? ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. შესაძლო ნიშნებს შორისაა ასევე დეპრესია, ადამიანებთან ურთიერთობის და რთული სიტუაციებისათვის თავის არიდების სურვილი და გადამეტებული მგრძნობელობა კრიტიკის მიმართ . საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა დაძლევადია. მაშ,  რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ?

პოზიტიურად ვიფიქროთ საკუთარ თავზე

დაინახეთ თქვენი თავი ყველაზე დადებით ჭრილში. კონცენტრირდით იმ საქმიანობაზე, რაშიც კომპეტენტური ხართ და რაც ყველაზე კარგად გამოგდით. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი საქმეების და პატარ-პატარა გამარჯვებების სიაც ჩამოწეროთ, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებში გაგახსენებთ, რომ თქვენ ბევრი წარმატება გქონიათ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთლობაზე,რაც უმნიშვნელოვანესია. იყავით ჯანმრთელი, რომ გახდეთ თავდაჯერებული. იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, იცეკვეთ,გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

ჩამოწერეთ მიზნების სია

ალბათ ყველა ადამიანი ოცნებობს, თუმცა სულ სხვაა რეალური მიზნების დასახვა. ყოველდღიურად დაუთმეთ გარკვეული დრო იმაზე ფიქრს, თუ რისი მიღწევა გსურთ და როგორ შეიძლება ეს გააკეთოთ. ყველა წინ გადადგმული ნაბიჯის და წარმატების შესახებ ჩანაწერების გაკეთებაც შეგიძლიათ, რომელსაც შემდეგ გადახედავთ.

დაეხმარეთ სხვა ადამიანებს

ადამიანს სხვების დახმარება აბედნიერებს, ასეთია მისი ბუნება.  დაეხმარეთ გარშემომყოფებს უანგაროდ, თუმცა სულაც არ დარჩებით ჯილდოს გარეშე, თქვენ ეს დიდ ბედნეირებას და დადებით ემოციებს მოგანიჭებთ…

კარგად დაისვენეთ

კარგად დასვენება ყველასთვის აუცილებელია. დადგენილია, რომ დასვენება სტრესის დონეს ამცირებს, სტრესი კი დღესდღეობით ადამიანის მთავარი მტერია.დაისვენეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით – მედიტაცია, ცხელი აბაზანა, მუსიკის მოსმენა… არჩევანი თქვენზეა, მთავარია დაისვენოთ.

გაიჩინეთ ახალი ჰობი

ადამიანის ტვინის ერთ-ერთი უნიკალური უნარია მუდმივად მიიღოს და გადაამუშავოს ახალი ინფორმაცია. ადამიანი სწორედ ამის წყალობით ვითარდება, დღეს კი ამისთვის არაერთი საშუალება არსებობს. იპოვეთ ახალი ჰობი. შეისწავლეთ კულინარია, ცეკვა ან ცურვა. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო სრულყოფილს გახდის…

მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, ვინც გაფასებთ…

ჩამოშორდით ტოქსიკურ, წუწუნა მეგობრებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ. დააფასეთ ისინი, ვინც გაფასებთ, გაქებთ და ცდილობს, სტიმული მოგცეთ. ასეთი ადამაინები იმაზე გაცილებით დიდ როლს თამაშობენ თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე გგონიათ.

მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ…

არავინაა სრულყოფილი. ყველა ჩვენგანს აქვს ნაკლი, რომელიც უნდა მივიღოთ, რადგან ჩვენს დადებით თვისებებთან ერთად სწორედ ეს ნაკლოვანებები გვაქცევენ იმ ადამიანებად, ვინც ვართ.

შეაგროვეთ ნივთები, რომლებიც წარმატებას გახსენებთ..

თვალსაჩინო ადგილას მოათავსეთ ნივთები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულ და ბედნიერ დღეებს უკავშირდება. გამოფინეთ ფოტოები, მათი დანახვა ყოველთვის კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და საკუთარ თავში დაგარწმუნებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები