LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ ფრენის დროს მტირალა ბავშვების გვერდით ჯდომა – სიახლე იაპონური ავიხაზებისგან

372
fly-child-news

ფრენის დროს პატარა ბავშვიან მგზავრებთან მეზობლობა რომ დიდი დისკომფორტია, ამაზე ალბათ არავინ დაობს. იაპონიის ავიხაზებმაც გადაწყვიტა, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა.

ამიერიდან ადგილის დაჯავშნისას მგზავრებს ზუსტად ეცოდინებათ თუ სად სხედან ბავშვები. ონლაინ ჩექინისას „საფრთხილო“ ადგილების თავზე ბავშვების ნიშნები გამოისახება. ბავშვის ავატარი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ადგილი – 8 დღიდან 2 წლამდე პატარებს ეკუთვნით.

შესაბამისად, მათ ვისაც მტირალა თანამგზავრები აშინებთ, შესაძლებლობა ექნებათ რომ ადგილი რაც შეიძლება მოშორებით შეარჩიონ.

აღსანიშნავია, რომ ავიაგადამზიდის ინიციატივას სოც-ქსელებში ნამდვილი აღფრთოვანება მოყვა. მომხმარებლები ახალ წამოწყებას დიდი სიხარულით შეხვდნენ და მზად არიან, რომ მშვიდ ადგილში ცოტა მეტი თანხაც კი გადაიხადონ.

იაპონიის ავიახაზებმა კი ისიც დაამატა რომ პროგრამა იმ შემთხვევაში მოქმედებს თუკი ბავშვიანმა მგზავრებმა ბილეთი ონლაინ დაჯავშნეს, სხვა შემთხვევაში კი ადგილის მფლობელის გარკვევა ცოტა რთული იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები