LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაეხმარა ADB საქართველოს 2007 წლიდან დღემდე – აზიის განვითარების ბანკი ინფორმაციას აქვეყნებს

33
adb-photo

2007 წლიდან დღემდე, აზიის განვითარების ბანკის [ADB] მიერ მთავრობისა და კერძო სექტორისთვის გაცემული ფინანსური დახმარება $4 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ADB აქვეყნებს.

ბანკის ცნობით, ADB საქართველოს დაეხმარა ინფრასტრუქტურის შენებაში, ფინანსური ჩართულობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებაში. ის ასევე ეხმარება ქვეყანას გარდაიქმნას რეგიონული ვაჭრობისა და ლოგისტიკის ჰაბად. ამისთვის აშენდა და განახლდა 180კმ-ზე მეტი სიგრძის გზები, გვირაბები და ხიდები. ამას გარდა, განახლდა ოთხი  ქვესადგური მოსახლეობისთვის უწყვეტი ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად. საუბარია მარნეულის, ქსნისა და ხორგას სადგურებზე.

“დედაქალაქში გაფართოვდა და მოდერნიზდა მეტროს ქსელი, გაუმჯობესდა მისი მისაწვდომობა და უსაფრთხოება. 300,000-ზე მეტ ადამიანს რეგიონებში უკვე აქვს უწყვეტი წყალი და წყალარინება. მიმდინარეობს მუშაობა ამ სერვისების დამატებით 12 ქალაქში უზრუნველსაყოფად. 14 ქალაქსა და სოფელში მიმდინარეობს ისტორიული ცენტრების რეაბილიტაცია და ახალი მუნიციპალური და განათლების სერვისების შექმნა რეგიონებში ცხოვრების ხარისხის, სწავლისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ADB-ის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი საპენსიო სისტემა, დაფინანსდა კოვიდ-19-ის ვაქცინაცია, სამედიცინო მასალების შეძენა და გაიცა საბიუჯეტო დახმარება პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად.

თანამშრომლობა გრძელდება საჯარო სექტორის რეფორმებისა და მმართველობის გასაძლიერებლად, პროფესიული განათლებისა და უნარების გადამზადების გზით განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და საკვების უწყვეტი მომარაგების გასაძლიერებლად, და ქვეყნის ტრანსპორტისა და ეკონომიკის რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად”, – წერია ბანკის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები