LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამარცხოთ შემოდგომის დაღლილობა და დავიბრუნოთ ენერგია

autumn

დაღლილობა – შემოდგომის დამახასიათებელი სიმპტომია, თუმცა  სეზონურ სისუსტესთან ბრძოლა საკმაოდ მარტივია. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას ენერგიის და პოზიტიური განწყობის დასაბრუნებლად.

აუცილებელი გამოკვლევა – მუდმივი დაღლილობა მრავალი ავადმყოფობის მანიშნებელია – დიაბეტის და ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის და გულის დაავადებების ჩათვლით, შრომისუნარიანობის დაკარგვას კი, ხშირად სამკურნალო პრეპარატების ან ვიტამინების  ექიმის დანიშნულების გარეშე, უკონტროლოდ მიღება იწვევს, რადგან თვითმკურნალობა ხშირად გაუმჯობესების ნაცვლად ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.

მეტი მოძრაობა – რა თქმა უნდა, ვარჯიში ნაკლებად სასიამოვნოა, როცა ისედაც დაღლილი ხართ, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად აძლიერებს სასიცოცხლო ტონუსს, რადგან ძალისმიერი ვარჯიში აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და დროულად აწვდის ჟანგბადს სასიცოცხლო ორგანოებს, მათ შორის გულსა და ტვინს.

იოგა – დაღლილობისას ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა, თუმცა ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, ტონუსის და ენერგიის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება – იოგას ვარჯიშებია, რომელიც აწესრიგებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს და საერთო განწყობას.

მეტი სითხე – გაუწყლოება – ფიზიკური და ემოციური გამოფიტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სითხის ბალანსის დარღვევით პირველ რიგში თავის ტვინი ზარალდება, რაც თავის მხრივ განწყობის ხშირი და უმიზეზო ცვლილების, ყურადღების გაფანტვის და  მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ხდება.

დროულად დაძინება – შემოდგომის დადგომასთან და დღის შემცირებასთან ერთად, აუცილებელია ძილის რეჟიმის შეცვლა. დაიძინეთ 30-45 წუთით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, რათა ორგანიზმი მარტივად შეეჩვიოს სეზონურ ცვლილებას.

სასარგებლო თევზი – იტალიელი მეცნიერების აზრით, შემოდგომის სისუსტის საუკეთესო წამალი – ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებია, რომელიც ყველაზე სწრაფად ავსებს ორგანიზმის ენერგეტიკულ მარაგს. სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მისაღებად გაამდიდრეთ საკუთარი რაციონი ზღვის თევზით და მოლუსკით.

ბიოლოგიური საათი – ადამიანთა ნაწილი დილას უფრო ენერგიული და შრომისუნარიანია, ნაწილი კი, ენერგიის მოზღვავებას დღის მეორე ნახევარში გრძნობს. თუ ზუსტად იცით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, არ ღირს დღის რეჟიმის დარღვევა, უმჯობესია გაანაწილოთ ენერგია ბიოლოგიური საათის გათვალისწინებით.

ზედმეტი კილოგრამები – თუ დიდი ხანია ოცნებობთ წონის დაკლებაზე, სწორედ ახლაა შესაფერისი დრო, რადგან სულ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაც გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და შეგმატებთ ენერგიას. მოწყენილობის და უხასიათობის საკვებით დაძლევა კი, უსიამოვნების მეტს არაფერს მოგიტანთ.

კვების რეჟიმი – საკვები ენერგიის მთავარი წყაროა, ამიტომ თუ მუდმივად დაღლილი ხართ, მიიღეთ საკვები ხშირად (5-6-ჯერ) თუმცა მცირე პორციით (250-300 გრამი), რადგან ამგვარი დიეტის მიზანი არა წონის მომატება, არამედ სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები