LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავატენიანოთ ბავშვისა და მოზრდილის კანი ცივ ამინდში – ნინო ოთარაშვილის რეკომენდაცია

698
nino-otarashvili...

დერმატოვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი კლინიკა “კურაციოს” ვიდეორგოლში ისეთ აქტუალურ თემაზე საუბრობს, როგორიცაა ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი პრობლემა, კანის დატენიანება:

„კანის დატენიანება ცივ სეზონზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კანის მოვლა ზაფხულში. განსაკუთრებულად ხაზი უნდა გავუსვათ იმ შემთხვევებს, როდესაც კანი მიდრეკილი არის ბავშვებში ატოპიისაკენ, ხოლო მოზრდილებში, სიმშრალისკენ. დამატენიანებელ კრემს უნდა ჰქონდეს ფუნქცია, დიდი ხნით ატენიანებდეს კანს, ჰქონდეს ადვილად შეღწევადობის უნარი და აუცილებელია, სწორად შერჩეული დასაბანი საშუალებები. ისინი კონკრეტულად უნდა იყოს მორგებული კანზე. ზოგადად,

დამატენიანებელი კრემის გამოყენება ხდება დღეში ორჯერ, დილას და საღამოს, გასუფთავებულ კანზე, დილას სახლიდან გამოსვლამდე 20 წუთით ადრე. ბავშვებში მნიშვნელოვანია დავიცვათ კანის ხილული ნაწილი, სახე და ხელის მტევნები. ამ შემთხვევაში კრემის ფუნქციაა, რაც შეიძლება ღრმად აღწევდეს კანში და ხდიდეს მას ელასტიურსა და გლუვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები