პედიატრი და მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაძლიონ ახალი საკვების შიში ჩვილებში და როგორ დაეხმარონ მათ გემოვნების ჩამოყალიბებაში.

გთავაზობთ ექიმის პოსტს ამ თემაზე:

როგორ დავძლიოთ ახალი საკვების შიში ჩვილებში და როგორ დავეხმაროთ გემოვნების ჩამოყალიბებაში

დარწმუნებული ვარ , იცით – დედის რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისათვის.

4-6 თვიდან დამატებითი კვება იწყება. რატომ?

დედის რძე ან ხელოვნური ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებებს საკვებ ინგრედიენტებზე

ჩვილის კუჭ-ნაწლავის, ასევე საშარდე სისტემა უკვე მზადაა მიიღოს სხვა ტიპის საკვები რძის გარდა.
ნახევრადმყარი საკვების მისაღებად მზადაა ზედა და ქვედა ყბა, რადგან ერთ სიბრტყეში მოძრაობის გარდა, რაც წოვას სჭირდება, მათ უკვე შეუძლიათ წრიული მოძრაობების შესრულება და ნახევრადმყარი საკვების გადაყლაპვა.

დაბოლოს, სწორედ ამ ასაკში იწყება პირის ღრუში არსებული გემოვნების რეცეპტორების განვითარება, ახალი გემოს აღქმა და თუ თქვენ გაუშვებთ გემოვნების ჩამოყალიბების ამ „დროის დერეფანს“, ბავშვს შემდგომ შეიძლება ძალიან გაუჭირდეს ახალი საკვების მიღება და ჩამოყალიბდეს კვებითი

ნეოფობია – ახალი საკვების გასინჯვის შიში და მისი მიღების სურვილის არქონა.
ჰოდა, დამატებით კვებასთან ერთად ახალი პრობლემებიც იწყება!

როგორ მოვიქცეთ

პირველ რიგში, აუცილებელია ექიმთან მუდმივი მეთვალყურეობა, ფიზიკური და ფსიქო-მოტორული განვითარების კონტროლი და დამატებითი საკვების მიღების მზაობის შეფასება.
რა იქნება პირველი დამატებითი საკვები, ამას თქვენი ექიმი თქვენთან ერთად გადაწყვეტს.

დაიმასხოვრეთ მთავარი წესები:

ახალი საკვებს პატარა თანდათანობით უნდა შეაგუოთ, რაც საშუალოდ 5 დღეს გრძელდება.ამ ხნის მანძილზე უნდა დააკვირდეთ, როგორ იღებს მას პატარა, ხომ არ ვლინდება ალერგიული რეაქციები, ნაწლავური პრობლემები.

ახალი საკვები უმჯობესია დღის პირველ ნახევარში შესათავზოთ, რათა დღის მანძლზე მიადევნოთ თვალი შეგუების და საკვების ატანის პროცესს.
დასაწყისში ბოსტნეულის თუ ხილის პიურე, ბურღულეული აუცილებლად მონოკომპონენტური უნდა იყოს. ამ გზით მიხვდებით, როგორ მოინელა ჩვილმა ესათუის

პროდუქტი და თუ ალერგია ან პროდუქტის აუტანლობა გამოვლინდა, გეცოდინებათ, რომელი პროდუქტია ამაში დამნაშავე.
არ უნდა მისცეთ ჩვილს ახალი საკვები, თუ ის ავადაა. სჯობს, გამოჯანმრთელებამდე აცადოთ.

დამატებითი საკვები აუცილებლად კოვზით უნდა მისცეთ და არა ბოთლით ერთ კვებაზე არ მისცეთ ორი თხევადი ან ორი ნახევრადმყარი საკვები, მაგალითად, ბოსტნეულის პიურე და ხილის პიურე; რძე და ხილის წვენი.

ახლა მთავარი პრობლემა – ზოგჯერ ასე ხდება – პატარა ახალი საკვების გასინჯვის შემდეგ მასზე უარს ამბობს. და ეს საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ ახალბედა დედამ ნაადრევად ჩაიქნიოს ხელი – ბავშვს საკვები არ მოსწონს, გადავედით შემდეგზე. მთავარი შეცდომაც სწორედ აქ ხდება!

მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ ზოგიერთ ბავშვს გემოვნების გამოსამუშავებლად ახალი საკვების 8-10 და უფრო მეტი გასინჯვაც სჭირდება, რომ საბოლოოდ გაერკვას მის გემოვნურ თვისებებში. ამიტომ ნუ შეგაშინებთ მისი რამდენიმე უარი. ჯიუტად შესთავაზეთ ახალი საკვები ისევდაისევ.

მაქსიმალურად ეცადეთ, გაამარავალფეროვნოთ მისი დამატებითი საკები და ბევრ გემოს გააცნოთ.

ახალი საკვები ყოველთვის ცალკე მიეცით, არა სხვა საკვების ან ძუძუს მიცემის შედმეგ. მიზეზი მარტივია -ბავშვი თუ კარგადა ნაკვები, ის ახალი საკვებისადმი ინტერესს ნაკლებად გამოამჟღავნებს.

რა ახდენს გავლენას კვებით არჩევანზე

კვებითი არჩევანის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს არამარტო საოჯახო, არამედ კვების ეროვნული კულტურა. მაგალითად, ის რაც მოსწონს ნორვეგიელ პატარას საუზმედ (ვთქვათ, თევზი), ქართველ ბავშვს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ სიამოვნებით მიირთვას სადილად, ხოლო იაპონელი პატარასათვის საყვარელ გარნირს ბრინჯს თქვენმა შვილმა შესაძლოა წიწიბურა არჩიოს.

აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება საკვების სერვირებაზე. პატარებსაც უყვართ კარგად გაფორმებული საკვების ლამაზი თეფშიდან მირთმევა.
დამატებითი საკვები აუცილებლად დამჯდარ მდგომარეობაში მიეცით, უმჯობესია, თუ ამისათვის სპეციალურ საბავშვო სკამს გამოიყენებთ. მისი პატარა სკამიც საერთო მაგიდას შემოუერთეთ, რათა ბავშვი დაკვირდეს თქვენს კვებას და საკვები პროდუქტების არჩევანს. თუ თქვენ სისტემატურად მოიხმართ რომელიმე ჯანმრთელ საკვებს, ვთქვათ, ბოსტენულს, ის ბავშვსაც დიდი ალბათობით შეუყვარდება.
გაითვალისწინეთ, რომ რომელიმე საკვების სიყვარული ზოგჯერ გენეტიკურია. მაგალითად, თუ თქვენ ტკბილი საკვები გიყვართ, ბავშვმაც შეიძლება ამგვარი არჩევანი გააკეთოს.
შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ კვლევების მიხედვით, ბავშვის არჩევანზე გავლენას ახდენს ის საკვებიც, რასაც თქვენ ორსულობის დროს ხშირად მიირთმევდით.

და კიდევ, თუ თქვენი პატარა ძუძუთი კვებაზე გყავთ, შეეცადეთ თქვენი რაციონი თავიდანვე მრავალფეროვანი იყოს. რძეში ხომ არამარტო სასაარგებლო შემადგენლობა, არამედ ამ პროდუქტების სხვადასხვა გემოც გადადის და პატარაც უფრო მეტ გემოს გასინჯავს, ეს მრავალფეროვნება მას შემდგომში კვებითი არჩევანის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
მაქსიმალურად ეცადეთ, გაამარავალფეროვნოთ მისი დამატებითი საკვები და ჩვილი ბევრ გემოს გააცნოთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ! ♥️♥️♥️

მსგავსი თემები