LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ლაპარაკის დაწყებში – მეტყველების სპეციალისტის რეკომენდაცია

anka-shamatava

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი საკუთარ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ცენტრის ენისა და მეტყველების თერაპიის სამსახურის უფროსი,  ანკა შამათავა მეტყველების განვითარებაზე საუბრობს.

„ენის ათვისება ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია. ის უკვე მუცლადყოფნის პერიოდში იწყება, როდესაც ბავშვს ესმის მშობლების მეტყველება. ორ წლამდე კი, ძალიან მნიშვნლოვანი პერიოდია ენის დასწავლისათვის. როგორ დაისწავლის ბავშვი მშობლიურ ენას – ეს ხდება კომუნიკაციის საშუალებით, გარემოსთან ურთიერთობით, თამაშით. იმისთვის, რომ ენა განვითარედეს, უმნიშვნელოვანესი პროცესი გახლავთ ბავშვის ორმხრივი ჩართულობა კომუნიკაციის პროცესში, მშობლებთან ან თანატოლებთან. აუცილებელია, მზერითი კონტაქტის არსებობა, იმისთვის რომ ბავშვი მიგიხვდეთ განზრახვას. ასევე მნიშვენლოვანია, ბავშვს აქტივობის შინაარსი ესმოდეს და იცოდეს, რა აქტივობაში არის ის ჩართული. მხოლოდ ამის მერე ხდება შესაძლებელი ენის დასწავლა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტელევიზორის ყურება ბავშვისთვის კომუნიკაცია არ არის. ამ დროს ბავშვი მხოლოდ ცალმხრივად, გარედან იღებს ინფორმაციას, რომელიც მისთვის ხშირად გაუგებარია. ბავშვის მახლობლად ყოფნაც არ ნიშნავს კომუნიკაციას, მაგალითად როდესაც ბავშვი თამაშობს და ჩვენ იქვე მახლობლად ვიმყოფებით, ეს არ არის ორმხრივი პროცესი. იმისთვის, რომ ჩვენ ბავშვს დავეხმაროთ ენის ათვისებაში, აუცილებელია ის ჩართული იყოს აქტივობებში. აუცილებელია, რომ მას ესმოდეს და აინტერესებდეს ამ აქტივობის შინაარსი.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები