LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან – რჩევები

235
FB-Cyberbooling

საქართველოს საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში დაფიქსირდა კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა, რომელმაც ფინანსური ზარალი მიაყენა მომხმარებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ დაიცვათ თავი ონლაინ კიბერთაღლითობისგან, კერძოდ კი, დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას.

“ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბანკის გვერდზე ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი პაროლი, ან ბარათის ინფორმაცია ბოროტმოქმედების ხელში ჩავარდება.

ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:

  • არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდზე.
  • ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის, ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისათვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე.
  • პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე.
  • გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი, ან რამდენიმე სიმბოლო.
  • არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე.
  • გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება, ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.

როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და შეიყვანოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ ავთენტურ ვებგვერდებზე. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას“, – ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები