LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავხარჯოთ ბენზინი სახლიდან მუშაობის დროს? აჭარაში ეს მოახერხეს

172
0e95aa9c28344dee84aca9e48e9a

აჭარის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აჭარის მუზეუმის დირექტორმა დისტანციური მუშაობის პერიოდში 200 ლიტრი საწვავი მოიხმარა. ისევე როგორც დანარჩენ რეგიონებში, აჭარაში ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება (გარდა კონკრეტული უწყებებისა და ობიექტებისა) ონლაინ რეჟიმში მუშაობდა და მათ შორის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებიც. დირექტორი სულხან ოქროპირიძე მედიის კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საწვავის დახარჯვის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, მან თანამშრომლებთან თათბირი ჩანიშნა.

მუზეუმში დასაქმებული პირები აცხადებენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა დისტანციური რეჟიმის ფორმატით მუშაობდა, მათ შორის დირექტორიც. სულხან ოქროპირიძის მოადგილემ, რომელიც ფინანსურ საკითხებს კურირებს, არ იცის რაში მოიხმარა ხელმძღვანელმა პანდემიის დროს 200 ლიტრი საწვავი. ჯუნა ხოზრევანიძის თქმით, დირექტორი თავად წყვეტს საწვავის მოხმარების მიზნობრიობას. მან ამის შესახებ ბათუმის ტელევიზია “ტვ 25” -თან ისაუბრა.

რისთვის გამოიყენა ოქროპირიძემ 200 ლიტრი საწვავი მაშინ, როცა იგი სამსახურში პანდემიის გამო არ დადიოდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ასრულებდა, არ პასუხობენ არც მუზეუმის პრესსამსახურში. საჯარო ინფორმაციით, ოქროპირიძემ სამთვიანი შინ ყოფნის პერიოდი კიდევ 20-დღიანი შვებულებით გაიხანგრძლივა.

სულხან ოქროპირიძის მუზეუმის დირექტორად ერთი წლის წინ 17 ივნისს დაინიშნა. ოქროპირიძე წლების განმავლობაში იყო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი. ის არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი. სულხან ოქროპირიძეს აქვს მართვის გამოცდილება, ის იყო ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, იყო მთავრობის აპარატში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები