LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია და წყალი: მარტივი ხრიკები

753
Woman looking in the fridge in her cozy loft apartment

ელექტროენერგიის წყლის და სხვა რესურსების დაზოგვა ყოველთვის კარგია – ეს დადებითად აისახება თქვენს ბიუჯეტზე და გარემოზეც.

ხანდახან ძალიან მარტივი ცვლილებებით, შეიძლება ბევრი დაზოგოთ.

“ფორტუნა” გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომელიც ზამთარშიც და ზაფხულშიც, წყალსაც დაგაზოგინებთ და ელექტროენერგიასაც.

 

ზაფხულში

ერიდეთ ზაფხულში ღუმელის გამოყენებას – მიირთვით მეტი სალათი, ხილი და ბოსტნეული. ეს შეამცირებს თქვენს სახლში ტემპერატურის მატებას და დაგეხმარებათ კონდიცირების თანხების დაზოგვაში.

ეფექტურად გამოიყენეთ მაცივარი. დარწმუნდით, რომ თქვენი მაცივრის ტემპერატურა დაყენებულია 2-3 გრადუსზე, ხოლო საყინულე -18 გრადუსზე.

გამოცვალეთ ძველი მაცივარი – განსაკუთრებით მაშინ, თუ ის უკვე 15 წელზე მეტია გემსახურებათ. ყველაზე დაბალფასიანი თანამედროვე მაცივარიც კი მოიხმარს საგრძნობლად ნაკლებ ენერგიას. გარდა ამისა, თავიდან აიცილებთ მაცივრის შეკეთებასთან, საკვების გაფუჭებასთან და ა.შ. დაკავშირებულ თანხებს.

თუ შესაძლოა დააყენეთ მზის პანელები – ეს დაგეხმარებათ საკუთარი ენერგიის გამომუშავებაში, შეამცირებთ წლიურ გადასახადს და გარემოსაც მოუფრთხილდებით.

მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი კარგი არჩევანია. სახლის სახურავზე დაყენებული პანელები შეაგროვებს მზის სხივებს და ენერგიით გაათბობს წყალს, რომელიც შემდგომ სპეციალურ ავზში დაგროვდება.

 

უფრო ხშირად ისარგებლეთ შხაპით, ვიდრე აბაზანით. ამით საგრძნობლად დაზოგავთ თანხას, როგორც წყალზე, ასევე ენერგიაზე. ეცადეთ შხაპში წყლის წნევა შეამციროთ.

დაკეტეთ წყალი სანამ იპარსავთ წვერს, იბანთ ხელს ან იხეხავთ კბილებს – ეს 5%-ით შეამცირებს თქვენ მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობას.

სარეცხი ფხვნილების უმეტესობა ეფექტურია ცივი წყლით რეცხვის დროსაც – გადაამოწმეთ შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია და დაზოგეთ თანხა ყოველი რეცხვის დროს.

ჭურჭლისა და სარეცხის მანქანა გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, თუ სრულად გაქვთ დატვირთული.

განათება გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ – ჭაღის ნაცვლად გამოიყენეთ მაგიდის სანათი, წერტილოვანი განათება და ა.შ. როგორც სამუშაო მაგიდასთან, ასევე სამზარეულოში.

გამორთეთ სანათი, რომელიც არაფრის გამო ანთია.

გამოიყენეთ ენერგოდამზოგავი ნათურები. ნათურის შეძენამდე გაეცანით მასზე დატანილ ინფორმაციას.

გამორთეთ ელექტროტექნიკა, რომელსაც არ იყენებთ – ტექნიკის ძილის რეჟიმის დროს, მოხმარებული ენერგია საშუალოდ შეადგენს ოჯახის მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 10%-ს.

 

ზამთარში

დარწმუნდით, რომ რადიატორების მიერ სითბოს გამოყოფას არ აფერხებს ახლოს მდგარი ავეჯი ან ჩამოფარებული ფარდები.

 

ღია დატოვეთ იმ ოთახის კარები, რომელიც მზის სხივებით ყველაზე მეტად თბება. ასე სითბო თანაბრად გადანაწილდება მთელ სახლში.

გამოცვალეთ ძველი ფანჯრები – ეს ცვლილება შეამცირებს ელექტროენერგიის დანაკარგს და კომუნალურ გადასახადსაც. თბოიზოლაციის მიზნით, ამოავსეთ კარ-ფანჯრის ღრიჭოები სპეციალური საშუალებით.

ზამთრის სეზონზე ღუმელის გამოყენება სახლის გათბობაში დაგეხმარებათ – საკვების მომზადების დასრულების შემდეგ, ღუმელის კარი დატოვეთ ღია, ეს სახლს მარტივად გაათბობთ და კომუნალურ გადასახადებს დაზოგავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები