LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმაურებიან თიკა ჯამბურიას დაკავებას ცნობილი სახეები

5356
6789696

მომღერალი თიკა ჯამბურია დედისა და შვილის თვალწინ პატრულმა არასწორი პარკინგის შემდეგ დააკავა, როცა მომღერალმა, პატრულის თქმით, მათ წინააღმდეგობა გაუწია. პატრულის მანქანაში აღმოჩნდა მომღერლის არასრულწლოვანი შვილიც.
მომხდარით გაოგნებულები არიან თიკას კოლეგები.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს, რომლებიც სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ნატო დუმბაძე:

მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს [ვიდეო]

როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

“ვინ არის საპატრულოს უფროსი? სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ ის პირები ვინც თიკა ჯამბურიას და მის დედას ხელბორკილები დაადო მანქანის პარკირებისთვის საშინლად ექცეოდნენ და ეუხეშებოდნენ და თან ბავშვის თანდასწრებით ! ეს რა სიმხეცეა ანუ თავის სახლის წინ იმიტომ, რომ ბავშვი ჩამოსვა ხათუნამ და ბარგი გადმოქონდათ მანქანიდან დააპატიმრეს და სადღაც ”პადვალში “ მიიყვანეს კიდევ ვიმეორებ ნინას თვალწინ, რომელიც 8 წლის არის! ბავშვი შოკირებულია ! აუცილებლად გამოიძიეთ და გაუშვით სამსახურიდან ვინც ეს ჩაიდინა!!!!”

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

“დამნაშავეები დააკავეთ, თიკა ჯამბურიასთვის “ნარუჩნიკი” რო არ დაგედოთ შვილის თვალწინ, შეშალეთ ბავშვი, თქვე ცხოველებოო!!! რას ერჩით, დაგეწერათ ჯარიმა !!!!!!ფუუუ, სად გზრდიან საერთოდ !!!! მთელი ცხოვრება თქვენთან ბრძოლაში გავატარე, იმდენად მიუღებელი ცხოველები ხართ, რომ მინდა, ცხელ “პლიტა”-ზე საჯდომით დაგსვან და გიყუროთ, მერწყევინება თქვენზეეე !!!!”

მარიშკა ჯავახაძე:
“პატარა ბავშვს რა უნდა პატრულის მანქანაში?! რას უშვებით ამით ბავშვის ფსიქიკას, თქვენ ხვდებით საერთოდ?!!!

ან თიკას რა უნდა ექნა ესეთი, რომ შვილის წინ აუცილებელი გახდა მისი დაკავება?!!!”

კახა მამულაშვილი:
“ეს რა არის, ფარული კამერაა?!.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები