LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადაურჩა ქართული ღვინის ინდუსტრია გადაშენებას – CNN საუკეთესო ქართულ ღვინოებს ასახელებს

303
gvinoebi

„როგორ გადაურჩა ქართული ღვინის ინდუსტრია გადაშენებას“ – ამ სათაურით ცნობილი მედიასაშუალება CNN ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ქართული ღვინის წარმოშობაზე, წარმოებაზე, ექსპორტსა და სახეობებზე წერს. სტატიაშივე CNN მკითხველს ინფორმაციას აწვდის 10 საუკეთესო ქართული ღვინის შესახებ, რომელიც მათ აუცილებლად უნდა დააგემოვნონ.

„ექვსი ათასი წლით ადრე, სანამ ქრისტე წყალს ღვინოდ გადააქცევდა, თანამედროვე ქართველების წინაპრებმა ყურძენი ღვინოდ აქციეს“, – წერს CNN და აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, ღვინის სამშობლოში არსებული ფუძისმიერი ჯიშები დღემდე უცნობი იყო დასავლელი ღვინის მოყვარულებისთვის. ამას კი თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც რუსეთთან მივყავართ.

როგორც CNN იუწყება, დღეს ქართული ღვინო თავს აღწევს თითქმის 100-წლიან იზოლაციას და იმ სისტემისგან განადგურებას, რომელმაც მეღვინეობა-მევენახეობის ინდუსტრიალიზაცია მოახდინა და ცუდი ღვინის კეთების პრაქტიკა დაამკვიდრა.

„ეს პატარა ქვეყანა, რომელიც თავისი ზომით დასავლეთ ვირჯინიის ტოლია, ღვინოს მთელს საბჭოთა კავშირს აწვდიდა. თუმცა, რადგან საბჭოეთში რაოდენობას ხარისხზე მეტად აფასებდნენ, ქართველებს ძირითადად უხვმოსავლიანი წითელი საფერავისა და თეთრი რქაწითელის ყურძენი მოჰყავდათ და მწირმოსავლიანი ბრწყინვალე ძირძველი ვაზის ჯიშები გუთნის ხნულებში ხვდებოდა“, – წერია სტატიაში და განმარტებულია, რომ ჯამში 563 აღრიცხული სახეობიდან კომუნისტები მხოლოდ შვიდი დასახელების ღვინოს ასხამდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ რუსეთში ღვინის ექსპორტი განაგრძო, რადგან მისი ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ეს იყო. 2006 ელი კი წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემბარგო დააწესა ქართულ ღვინოზე, რითაც საქართველოს ერთ დღეში მოესპო საექსპორტო ბაზრის 90 პროცენტი. პუტინის მზაკვრული გეგმა, საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ ქართული ღვინის ინდუსტრიის გადარჩენის საფუძველი გახდა. ქვეყანას მოუწია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება. მსხვილი მეღვინეობები გავიდნენ ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე.

რაც შეეხება იმ 10 საუკეთესო ქართულ ღვინოს, რომელსაც CNN ასახელებს, ესენია: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ჩინებული, შავკაპიტო, თავკვერი, ცოლიკაური, ციცქა, ხვანჭკარა, ოჯალეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები