LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ტელევიზორის ყურებას

658

ტელევიზორი, კომპიუტერი ან პლანშეტი უარყოფოთ გავლენას უფრო ხშირად ახდენენ ბავშვის განვითარებაზე, ვიდრე დადებითს. 4 წლამდე ბავშვი, ჩვეულებრივ სამყაროს გრძნობის ორგანოებით ეცნობა, ტელევიზორს მიჯაჭვული პატარას კი, უჭირს გარე სამყაროს სრულფასოვნად შესწავლა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ხელის შეხებით, გემოს გასინჯვით ან არომატის შეგრძნებით აგროვებდეს გამოცდილებას, ის უმოქმედოთ ზის ერთ ადგილას და მოძრავ კადრებს აშტერდება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოაცილოთ ბავშვი ეკრანს:

* ნუ ჩართავთ ტელევიზორს „ფონად“ – გადაცემები უფროსებისთვის, რეკლამა თუ მულტფილმები – ბავშვებისთვის აბსოლუტურად სულერთია, რადგან მის ყურადღებას მოძრავი სურათები იქცევენ. ბავშვის აღქმა რადიკალურად განსხვავდება უფროსისგან, ნებისმიერ ინფორმაციას ავტომატურად ღებულობს და მხოლოდ 8-12 წლის ასაკში იწყებს რეალირად აღქმას და შეფასებას.

* ნუ ჩაურთავთ მულტფილმებს მხოლოდ ყურადღების გადასატანად – როცა ბავშვი ჭირვეულობს და არ უნდა სადილობა, მშობლები ხშირად ურთავენ მულტფილმებს, რათა ყურადღება ეკრანისკენ გადაატანინონ და ჩუმად შეაპარონ საჭმელი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ერთის მხრივ ბავშვს უყალიბდება ჩვეულება მიირთვას მხოლოდ ტელევიზორთან, მეორეს მხრივ კი, ხვდება, რომ თუ რაიმეს გაკეთება არ უნდა, მას ყოველთვის ჩაურთავენ საყვარელ მულტფილმებს და ამ გამოცდილებას საკვებიდან სხვა რამეზეც გადაიტანს.

* ნუ შექმნით „ტელევიზორის კულტს“ – როცა სამსახურიდან დაბრუნებული მშობლები სახლში შესვლისთანავე რთავენ ტელევიზორს, ბავშვი ბაძავს მშობლების ქცევის და დარწმუნებულია, რომ, ტელევიზორი დასვენების და დროის სასიამოვნოდ გატარების ერთადერთი საშუალებაა.

* აუხსენით ნათესავებს (ბებიას და ბაბუას, ძიძას და ნებისმიერს სხვას, ვინც ბავშვთან რჩება) საკუთარი პოზიცია და აიძულეთ დაიცვან „მულტფილმების ნახვის წესი“. სხვა შემთხვევაში ძალიან მალე გადაიქცევით საკუთარი შვილისთვის იმ „ბოროტ მშობლებად“, რომლებიც იმას უკრძალავენ, რის უფლებასაც სხვები აძლევენ.

* შეამცირეთ მულტფილმების ნახვისთვის გამოყოფილი დრო – სკოლამდელი ასაკის ბავშვი ტელევიზორთან 15 წუთზე მეტს არ უნდა ატარებდეს. ნუ აჰყვებით თქვენი შვილის ჭირვეულობას და არასდროს დაარღვიოთ ერთხელ შემუშავებული წესი.

* ტელევიზორის ყურება გააზრებული უნდა იყოს – დაეხმარეთ ბავშს გააცნობიეროს ის, რასაც უყურებს. კარგი იქნება თუ მულტფილმებს მასთან ერთად ნახავთ, დეტალურად აუხსნით, ჰკითხავთ და ერთგვარ დისკუსიაში გამოიწვიეთ, რაც დაეხმარება მას უკეთ გაიაზროს ეკრანზე ნანახი.

* გააკონტროლეთ რას უყურებს თქვენი შვილი – დარწმუნდით, რომ მულტფილმი ან გადაცემა, რომელსაც ბავშვი უყურებს შეეფერება მის ასაკს და ზიანს არ აყენებს ფსიქიკას.

* ჩაანაცვლეთ ტელევიზორი სხვა გასართობით – შესთავაზეთ ბავშვს გათობის ალტერნატიული ვარიანტები – წაუკითხეთ წიგნი, ერთად მოიფიქრეთ ზღაპრები, ასწავლეთ ხატვა ან გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ ტელევიზიორზე უკეთესი გასართობიც არსებობს და მალე თვითონ იტყვის უარს მულტფილმების ყურებაზე.

* წადით კინოთეტრში – ტელევიზორის ყურების ნაცვლად, მთელი ოჯახით ესტუმრეთ კინოთეატრს. ფილმის ან მულტფილმის ნახვის შემდეგ კი, ბავშვთან ერთად განიხილეთ ნანახი. კარგი იქნება, თუ კინოში სიარულს ოჯახურ ტრადიციად აქცევთ.

* არ მოგივიდეთ ზედმეტი – ნურასდროს ისარგებლებთ ფრაზებით „ძალიან ხშირად უყურებ მულტფილმებს“ ან „სასწრაფოდ გამორთე ტელევიზორი!“ ეცადეთ აუხსნათ, არასდროს აუკრძალოთ და ეტაპობრივად შეამცირეთ მულტფილმების „სეანსი“, რადგან ბავშვს უნდა ესმოდეს, თქვენ კი არ უკრძალავთ ან სჯით, არამედ მის სასიკეთოდ მოქმედებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები