იქნება მხოლოდ ერთი ღმერთი - ლიონელ მესი.

ლეო მესი წელს „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის არ ყოფილა. არგენტინელმა მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ასეთმა შედეგმა სოციალურ ქსელი ააფეთქა.

„54 მატჩი, 46 გოლი, 18 ასისტი, 3 ტიტული, „ოქროს ბუცი“, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ასისტენტი… და მეხუთე ადგილი „ოქროს სისულელეში“.

„დღეს დაიკარგა ყველანაირი ნდობა, რაც აქამდე ჰქონდა ფიფას პრიზსაც და „ოქროს ბურთსაც“. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მესიმ ვერ მოიგო, არამედ იმიტომაც, რომ ნომინანტთა ჩამონათვალი – ეს არის ორივე პრიზის დაცინვა, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის აღიარებას“.

„კრიშტიანო – 55 მატჩი, 54 გოლი, 11 პასი. მესი – 54 მატჩი, 46 გოლი, 18 პასი. მოდრიჩი – 59 მატჩი, 5 გოლი, 11 პასი. გამოიცანით, ვინ მოიგო „ოქროს ბურთი“. სასაცილოა“.

„შეიძლება მისცეთ „ოქროს ბურთი“ 10 სხვადასხვა ფეხბურთელს. მაგრამ თქვენ არ შეგეშლებათ: ყველამ ვიცით, ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ყველამ ვიცით, რომ მისი დარი არასოდეს არავინ იქნება, ასე რომ, გააგრძელეთ ამ პრიზის დარიგება. იქნება მხოლოდ ერთი ღმერთი – ლიონელ მესი“.

„ვცდილობ გავიგო, როგორ გახდა მესი მსოფლიოში მეხუთე ფეხბურთელი“.

„მოდრიჩი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაურბის მესის, როცა ის ბურთით მოძრაობას იწყებს. და ეს არის წლის მოთამაშე?“

„თქვენ დააყენეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეხუთე ადგილზე? მეხუთეზე? გრცხვენოდეთ. ნახეთ მაინც, როგორ თამაშობს“.

„მესის გასვლა არგენტინასთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ფინალში ყველამ განიხილა, როგორც ჩავარდა. მოდრიჩმა იგივე გააკეთა ხორვატიასთან ერთად და მას ყველა ტაშს უკრავს. 2014 წლის ჩემპიონატზე მესიმ გაიტანა ოთხი გოლი, შეასრულა სამი საგოლე პასი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა ხუთჯერ. მოდრიჩმა 2018 წლის ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა, ერთი ასისტი ჰქონდა და სამ მატჩში გახდა საუკეთესო“.

„თქვენ გინდათ თქვათ, რომ ოთხი ფეხბურთელი შარშან მესიზე კარგი იყო? სასაცილოა“.

„ოქროს ბურთი რეალურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს რომ ენიჭებოდეს, ბოლო 12 წელი მას მესის მისცემდნენ“.

„მესი – ყველა დროის ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. მას ისევ მოპარეს ჯილდო“.

ტეგები: მესი ოქროს-ბურთი სპორტი

მსგავსი თემები