თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ოჯახში ბავშვები ჰყავს უფრო მეტად გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვთ ემო­ცი­უ­რი ფონი, ვინაიდან მშობლებს პატარების მხრიდან დასმულ ბევრ კითხვაზე უწევთ პასუხების გაცემა.

რა უნდა გაითვალისწინონ ასეთ დროს მშობლებმა და როგორ უნდა გა­მო­­ყე­ნონ მათ სწო­რად და სა­სარ­გებ­ლოდ არსებული მდგო­მა­რე­­ბა ბავშვებთან ურთიერთობაში?

„ფორტუნასთან“ რეკომენდაციებზე ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.

„ამ ახალ სიტუაციაში თუ არ დავნერგეთ წესი და მკაფიო გრაფიკი, თუ შვილები არ ჩავრთეთ ამ გრაფიკის შექმნაში, ეს თუ არ მოვახერხეთ შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ. საყურადღებოა ის, რომ ბავ­შვე­ბი მა­გა­ლითს მშობ­ლე­ბის­გან იღებენ, ამი­ტომ თუ შეშფოთებულები დავე­­ნახ­ვე­ბით, ამით დიდ ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ მათ ფსი­ქი­კას. ბავშვებისთვის და ასევე მოზრდილებისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის ინფორმაცია“,– აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ძალიან მნიშვნელვანია ბავშვებს ავუხსნათ რატომ არ გავდივართ ქუჩაში. მისი თქმით აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო.

სი­ტყვე­ბი სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ. ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, მაგ­რამ ავუხ­სნათ, რომ ადა­მი­­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ფე­რი არ მოს­დის. ამბავი მი­ვა­წო­დოთ დოზირებულად, არ არის საჭირო ჭარბი ინფორმაცია, ეს შფოთვას კიდევ უფრო მაღლა სწევს“,- აღნიშნავს თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან კარ­გად შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ.

თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო ჩვენ­თვისჩვენ არ გვქონ­და ოჯახის წევრებთან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო, სწორედ ახლა შეგ­ვიძ­ლია მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ მათკენ და კარგი კომუნიკაცია დავამყაროთ.  და­ვუთ­მოთ დრო ჩვენს შვი­ლებს,- გვირჩევს თამარ გაგოშიძე.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ საერთო ოჯა­ხუ­რი რიტუალები, განსაკუთრებით თა­მა­შე­ბი, სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პი­ად ით­ვლე­ბა.

„ერთობლივი ქმედებები არის ძალიან სასარგებლო ჩვენთვისაც და მათთვისაც. ეს ყურადღების გადატანაა და შფოთვას ამცირებს. თამაშის, ხუმრობის, სიცილი – პოზიტიური ემოციები კარგად მოქმედებს ბავშვებზე და ჩვენზეც“, – გვირჩევს ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05