LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იცვლება ურბანული სივრცეები: 7 პარკი ესტაკადის ქვეშ (ფოტოები)

299
Sabine Promenade

მაშინ, როდესაც 2009 წელს ყოფილი რკინიგზის ტერიტორიაზე ნიუ-იორკში High Line Park გაიხსნა, ის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის საინტერესო სიახლე აღმოჩნდა. ხალხმა დაინახა, თუ როგორ შეიძლება ინდუსტრიული ფართების გამოყენება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. სწორედ ამ წლიდან აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში, ესტაკადებისა, თუ ხიდების ქვეშ საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა დაიწყეს.

ნაგვის, სარეველების, მარადიული სიბნელის ნაცვლად ესტაკადების ქვეშ ულამაზესი პარკები გაშენდა, საცალფეხო ბილიკებით, ველობილიკებით, ყვავილებით და სხვა საჭირო „ატრიბუტებით“.

გთავაზობთ 7 საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით გამოუყენებელი სივრცე აითვისო და საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლო ლოკაციად აქციო.

 

The Underground at Ink Block – ბოსტონი

პროექტზე მუშაობა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგად ბოსტონში გაჩნდა პატარა, მშვენიერი პარკი ესტაკადის ქვეშ.

 

The Wabash Lights – ჩიკაგო

ამ პროექტის მიზანია სიბნელესთან ბრძოლა. ესტაკადის ქვეშ სხვადასხვა ფერის განათება დამონტაჟდა. განათების ფერი იცვლება ფეხით მოსიარულეთა ქცევის შესაბამისად.

 

Chicano Park – სან დიეგო

ხიდი 1960 წელს აშენდა  – მის ქვევით კი საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა მოგვიანებით დაიწყო. დღეს ეს ადგილი ქალაქის საპროტესტო აქციების მთავარი ცენტრია, ქალაქის სხვა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებაც აქ იმართება.

 

I-5 Colonnade Bike Park – სიეტლი

ეს გადასასვლელი გადის ციცაბო ფერდობზე და წლების მანძილზე მის ქვევით არსებული სიტუაცია საშიშად მიიჩნეოდა. 2008 წელს კი აქ პარკი გაშენდა, რომელიც ველოსიპედისტების საყვარელ ადგილად იქცა. აქ შეგიძლიათ ველოსიპედით იაროთ ნებისმიერ ამინდში.

 

The Bentway  – ტორონტო

აქ საავტომობილო გზის გადასახვევის ქვეშ არსებული მიტოვებული სივრცის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად გადაქცევის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. პროექტის იდეაა თითქმის ორ კილომეტრიანი ბილიკი, რომელიც დააკავშირებს შვიდ სხვადასხვა ურბანულ რაიონს, უზრუნველყოფს ატრაქციონებზე გასვლას და უზრუნველყოფს გამოფენებისა და სხვა ქალაქური ღონისძიებების გამართავს აღნიშნულ ლოკაციაზე. ბილიკის პირველი ნაწილი უკვე გაიხსნა, ახლა მუშაობა მეორე ნაწილზე მიმდინარეობს.

 

Burnside Skatepark – პორტლენდი

პორტლენდში ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე საინტერესო პარკი ჯერ კიდევ 26 წლის წინ მოეწყო. აქ ერთ დღესაც, სწორედ 26 წლის წინ, სკეიტბორდისტები მივიდნენ, ესტაკადის ქვეშ ბეტონი დაასხეს და თავიანთთვის მოსახერხებელი პლატფორმა შექმნეს. დღეს ეს ტერიტორია, რომელიც სკეიტბორდით გადატებული ადამიანების ფავორიტ ლოკაციას წარმოადგენს, უკვე ქალაქის ლეგენდაა.

 

Sabine Promenade – ჰიუსტონი

კიდევ ერთი მაგარი სივრცე ველოსიპედით და ფეხითმოსიარულეთათვის.  ეტაკადის ქვეშ ჰიუსტონში მწვანე, უზარმაზარი პარკია მოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები