LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იქცევა ბიზნესი კრიზისის დროს – ფორტუნა აკადემია

226
couch-show202-2020-02-14-07-51-11-729273

როგორ იქცევა კომპანია კრიზისის დროს – ამ თემაზე ტრენერმა მარიამ ქოიავამ “ფორტუნა აკადემიაში” მასტერკლასზე ისაუბრა.

2020 წელი ბევრი კომპანიისთვის საკმაოდ მძიმე იქნება როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც. კორონავირუსის გამო ბევრ ბიზნესს მოუწია თავის საქმიანობაში საგრძნობი ცვლილებების განხორციელება. სამწუხაროდ, ბევრმა კოპანიამ რთულად გადაიტანა ეს დარტყმა და მოუწიათ როგორც ხარჯების საგრძნობი შემცირება, ასევე დროებით დახურვაც კი.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სულ რაღაც მარტის დასაწყისში ბევრი ჩვენგანი სერიოზულად არ აღიქვამდა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და გვეგონა, რომ ეს ჩვენს ყოველდღიურობას და ეკონომიკას ასე საგრძნობლად არ შეგვეხებოდა. შესაბამისად, ზედმეტად ოპტიმისტურმა განწყობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ძალიან ბევრი კომპანია სრულიად მოუმზადებელი შეხვდა რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილებას: კომპანიების ძალიან დიდ ნაწილს საქართელოში არ ჰქონდა შემუშავებული კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების გეგმა და არც მსგავსი სიტუაციების მართვის გამოცდილება. ასევე, უნდა აღინიშნოს კომპანიების შედარებით დაბალი ციფრულობის დონე: ძალიან ბევრი თანამშრომლისთვის სახლიდან მუშაობის პრაქტიკა პროდუქტიულობის მკვეთრ გაუარესებასთან იყო დაკავშირებული.

https://www.facebook.com/fortunAcademy/videos/2304378786535979/

ცხადია, რომ ბიზნესის პირველი რეაქცია გამკაცრებული კარანტინის ზომების მიმართ იყო შოკში ჩავარდნა. ამ დროს კი, ისევე როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, კომპანიაც (თუმცა კომპანიას ხომ ჩვეულებრივი ადამიანები მართავენ) იწყებს ნაჩქარები და ხშირ შემთხვევაში ნაკლებად რაციონალური ზომების მიღებას. ეს ნაჩქარები გადაწყვეტილებები კი შესაძლებელია კომპანიისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დამაზარალებელი აღმოჩნდეს.

შესაბამისად, კრიზისულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ცოტა ხნით გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება, გარემოსადმი დაკვირვება და კომპანიის სტრატეგიის გადახედვა. ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სრული მობილიზაცია და ცივ გონებაზე შეცვლილი სტრატეგიიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა.

https://www.facebook.com/627259974124023/videos/902295736951322

სტრატეგიის გადახედვის დროს კომპანიამ უნდა საფუძვლიანად გაანალიზოს მის ეკოსისტემაში განხორციელებული ცვლილებები. მაგ: რამდენად შეიცვალა მისი მომხმარებლის ქცევა კომპანიის მომსახურების თუ პროდუქტების მიმართ? არის თუ არა განსაკუთრებული რეგულაციები ან შეღავათები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კომპანიის საქმიანობაზე? როგორი მდგომარეობაა გუნდის შიგნით და რამდენად ინფორმირებული და მომზადებულია გუნდის თითოეული წევრი შექმნილი მდგომარეობის შედეგების შესახებ?

შესაბამისად, ამ მოცემულობიდან გამომდინარე შემიძლია გაგიზიაროთ ორი რეკომენდაცია, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვიყენებ ამ ბოლო დროს ჩვენი მომხმარებლების დასახმარებლად:

  1. სტრატეგიის გადახედვის დროს მთავარია, კომპანიამ დასვას სწორი კითხვები და არ ჩაებღაუჭოს წარსულს, ანუ რისი გაკეთება იცის ან რას აკეთებდა ადრე. რა ხდებოდა ადრე, ამას აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ დღევანდელი მოთხვნები ბაზარზე განსხვავებულია. ამიტომ უმჯობესია თითოეულმა კომპანიამ სტრატეგიის გადახევისას დასვას შემდეგი კითხვა: რა საჭიროება აქვს დღეს ჩემს მომხმარებელს და რამდენად მე მაქვს იმის უნარი ან ცოდნა, რომ შევთავაზო ახალი გადაწყვეტილება ამ საჭიროებებს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ დაივიწყეთ რას აკეთებდით აქამდე და მოერგეთ ახალ გარემოს (თუნდაც დროებით მაინც). თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ თქვენ უნდა გამოიმუშავოთ ის უნარები, რაც მომხმარებლის განახლებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ
  2. სტრატეგიული ექსპერიმენტების მნიშვნელობა განსაკუთრეით თავს კრიზისული სიტუაცის დროს იჩენს. იმისათვის, რომ გაურკვევლობის მაღალი დონის დროს ჩვენ შევძლოთ გარემოსთან სწრაფი ადაპტაცია, რაც შეიძლება ბევრი სტრატეგიული ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. ნუ დაელოდებით, სანამ გავა რამდენიმე თვე და მხოლოდ შემდეგ გაიტანთ ბაზარზე ახალ მომსახურებას. დაანაწევრეთ თქვენი მომსახურება, სწრაფად მოამზადეთ პროტოტიპი და გაიგეთ მომხმარებლის მოსაზრება. ამასთანვე, გაამახვილეთ დიდი ყურადღება კონკურენტებთან ალიანსებზე. კრიზისულ სიტუაციაში კონკურენცია მეორე ფლანგზე გადაიწევს და მთავარი აქცენტი კოლაბორაციაზეა. ამ დროს ხშირად რეკოემნდირებულიც კი არის კონკურენტებთნ გაერთიანება და ერთად მუშაობა საკუთარი საქმიანობის ხელშეწყობისთვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები