LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება უძრავი ქონების შეფასება?

623
715X400 (3)

უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge, რომელიც მომხმარებელთა სიმრავლით და მათზე განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა, უძრავი ქონების მაძიებლებსა, თუ მესაკუთრეებს სხვადასხვა ტიპის პრემიუმ სერვისებს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, არეას უპირატესობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული განცხადებების სიმრავლეა. ნებისმიერი ტიპის ქონების მაძიებელს, შეუძლია მისთვის სასურველ ადგილზე, მისთვის სასურველ ქალაქში თუ რეგიონში მოძებნოს ბინა როგორც მორეულ, ასევე ახალაშენებულ და მშენებარე პროექტებში, მიმოიხილოს დეტალურად და შეიძინოს. არეაზე განცხადებები ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება, რაც მომხმარებელს აძლევს შანსს, პირველი გაეცნოს ახალ შეთავაზებას და პირველმა ჩასჭიდოს ხელი მისთვის ხელსაყრელ ვარიანტს.

ქონების შერჩევისას თუ ფასმა დაგაფიქრათ, არ იცით რამდენად მიესადაგება ის რეალურ საბაზრო ღირებულებას, ან სულაც გაყიდვა გსურთ და გაინტერესებთ მისი ღირებულება, ქონების შეფასება არეას უნდა მიანდოთ. 

როგორც წესი ფასს განსაზღვრავს ქონების სტატუსი და მდგომარეობა, ახალაშენებულ კორპუსშია ბინა თუ ძველი პროექტია, უბანი – სადაც მდებარეობს ქონება, როგორი ხედები აქვს, ფართი რამდენია, როგორი პირობებია, გარემონტებულია თუ სარემონტოა და.ა.შ.

როგორც ზემოთ აღინიშნა, არეა სიმარტივითა და კომფორტულობით გამოირჩევა, ამ მხრივ არც შეფასების სერვისია გამონაკლისი. მარტივად, ონლაინ ხდება შემფასებლის დაქირავება და ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნის მიღება.

არეას საიტზე პრემიუმ სერვისების კატეგორიაში მოძებნით შეფასებას, შეავსებთ აპლიკაციას იმ ინფორმაციით, რასაც თქვენგან ითხოვს ( სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, განცხადების ID, ქონების სრული ფართი, მისამართი, საკადასტრო კოდი, იმეილი, ქონების ამსახველი ფოტოები) და გააგზავნით მოთხოვნას. პასუხი შესაძლოა მიიღოთ რამდენიმე საათში ან მეორე სამუშაო დღეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის შეფასებაზე შეაჩერეთ არჩევანი.

არეა მომხმარებელს წარუდგენს სამი ტიპის შეფასებას – სარეკომენდაციო, პროფესიონალურ და საორიენტაციოს.

სარეკომენდაციო შეფასება გულისხმობს პროფესიონალების მიერ ქონების შეფასებას. განცხადების გაგზავნიდან 4 საათში ელ.ფოსტის მისამართზე იგზავნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა არეას სანდო პარტნიორისგან Cushman & Wakefield-გან.

პროფესიონალური შეფასებაა მათთვისაა, ვისაც ქონების რეალური ღირებულების იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი სჭირდება, ამ შემთხვევაში განაცხადის გაკეთებიდან 24 საათში მიიღებს დამკვეთი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან დოკუმენტს.

საორიენტაციო შეფასება განკუთვნილია მათთვის,  ვისაც სურს წარმოდგენა შეექმნას გასაყიდი, ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე.  ამ შემთხვევაში უნდა მონიშნოთ თქვენს ინტერესებში არსებული ქონების შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით.

რა ტიპის უძრავი ქონების შეფასებაა შესაძლებელი?

ქონების შეფასების კუთხით, არეას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მსურველს შეუძლია ისარგებლოს შეფასების სერვისით საცხოვრებელი სახლის, ბინის, საოფისე თუ კომერციული ფართის, ასევე მიწის ნაკვეთის შემთხვევაში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები