LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხედავენ ქალაქს გახარია და აქციაზე დაბრმავებულები – ფოტოგრაფის ექსპერიმენტი

178
65826674_2748626911834145_3649012211910705152_o

ფოტოგრაფი ბექა მამუკაშვილი ფოტოპროექტს აქვეყნებს სახელწოდებით “ჩემი სახლიდან აქციამდე, გახარია და ბრმები”.  პროექტი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს: 20-21 ივნისს დაწყებულ აქციებსა და დარბევის შედეგად დაზარალებულებს ეძღვნება.

როგორ ხედავენ აქციაზე დაშავებულები, ამის გარკვევა ფოტოგრაფმა აპარატით სცადა.

“გუშინ გადავწყვიტე, რომ როგორღაც შევსულიყავი აქციაზე დაბრმავებულების მდგომარეობაში, რადგან მთლად კარგად ვერ ვიაზრებდი, რის გამო და რატომ დაკარგეს ადამიანებმა მხედველობის ნაწილი.

გავაკეთე პატარა კვლევა და დავადგინე, რომ ადამიანის თვალთან მიახლოებული ფოკუსური მანძილი არის 28მმ, ხოლო ხედვის არეალი კი – 210 გრადუსზე ცოტა მეტი. ერთი თვალის ხედვის არეალი კი დაახლოებით 120 გრადუსს შეადგენს.

ამიტომ დღეს როცა გამოვდიოდი აქციაზე, ზუსტად მაშინ იწყებდა მზე ჩასვლას და ე.წ. ოქროს საათი დამემთხვა, როდესაც ყველაფერი ოქროსფრადაა აბრდღვიალებული. გადავწყვიტე, ფეხით გამევლო და ყველაფერი სილამაზე, რასაც ვნახავდი, 28 მილიმეტრით გადამეღო, რათა დამედგინა, გახარია როგორ დაინახავდა თბილისის სილამაზეებს, მერე კი სახლში დაახლოებით ის ნაწილი გამებლარა, რასაც ერთი თვალის დაკარგვა იწვევს.

შედეგად კი მივიღე ეს და ახლა უფრო კარგად ვხვდები, რა დღეში ჩაგვყარეს ახალგაზრდები გავრილოვის ღამეს, როდესაც რუსი დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში საპატიო ადგილას ჯდომა გავაპროტესტეთ და რუსეთზე დაგროვილი ბრაზი ერთიანად ამოვანთხიეთ.

რეალურად, ცალი თვალით დაბრმავებულები ბლარში არ ხედავენ, როგორც ფოტოებზეა, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ უბრალოდ მასშტაბი აღგექვათ, მხედველობის რამხელა ნაწილზე არის საუბარი.

ამ ფოტოების ნაწილების გაბლარვისას დაახლოებით ვიგრძენი ის, რასაც იგრძნობენ გახარიას მიერ დაბრმავებული ჩემხელა, ჩემზე პატარა და ჩემზე დიდი ადამიანები. გახარია კი ივლის თვალისპაჭუნით, ორივე თვალით დაინახავს იმ სილამაზეებს, რაც მე და ჩემმა კამერამ დავინახეთ დღეს, გავრილოვის ღამიდან ერთი კვირის თავზე,” – წერს ბექა მამუკაშვილი.

ფოტოგრაფის ყველა ნამუშევარი ნახეთ ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები