LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს ყავა მეხსიერებაზე

coffee

მეცნიერები დიდხანს დავობდნენ, ემუქრებათ თუ არა კოფემანებს ასაკთან ერთად დემენციით დაავადების საფრთხე და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ სინამდვილეში, ყავა მნიშვნელოვნად აფერხებს ე.წ. სიბერის ჭკუასუსტობის განვითარებას.

ახალი კვლევა კანადელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელთა განცხადებით, ყავა არა მხოლოდ არაჩვეულებრივი არომატით გვანებივრებს, არამედ ბევრად სასარგებლოა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

„ვარაუდი, რომ ყავა ეფექტურად ებრძოდა პარკინსონს და ალცჰაიმერის დაავადებას, მანამადეც გვქონდა, თუმცა გვინდოდა გაგვერკვია კონკრეტულად რა თვისებების წყალობით ახდენს ის გავლენას გონების ასაკობრივ ცვლილებებზე“, – აღნიშნა კრემბელის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, დოქტორ დონალდ უივერმა.

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა სამი ტიპის – მსუბუქად და ძლიერად მოხალული, ასევე უკოფეინო ყავა აირჩიეს. „გამოცდის პირველ ეტაპზე კოფეინიანმა და უკოფეინო ყავამ ზუსტად ერთნაირი თვისებები გამოავლინა და მივხვდით, რომ ჩვენთვის საინეტერსო დაცვის მექანიზმს კოფეინი არ შეიცავდა“, – განაცხადა ქიმიკოსმა როსს მანჩინიმ, რომელმაც მეორე ექსპერიმენტი ჩაატარა და ფენილინდანების სახელით ცნობილ ნაერთთა ჯგუფი ყავის მარცვლების მოხალვისას აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ უნიკალური თავისებურებების წყალობით სწორედ ფენილინდანები აფერხებს პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებისას ცილოვანი ფრანგმენტების წარმოქმნას.

„ნამდვილად არ ველოდით ამგვარ შედეგს, თუმცა სწორედ  ფენილინდანები აღმოჩნდა ორმაგი ინგიბიტორი და რადგან მოხალვა ხელს უწყობს ფენილინდანების რაოდენობის ზრდას, ამიტომ გასაგებია, რომ რაც უფრო დიდხანს იხალება ყავის მარცვალი, მით უფრო ეფექტურად ეგრძვის ის ე.წ. სიბერის ჭკუასუსტობის განვითარებას“, – აღნიშნა მანჩინიმ და დაამატა, რომ ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე მხოლოდ ფენილინდანების და ცილის ურთიერთქმედების თავისებურება დადგინდა, შემდეგი ნაბიჯი კი, ნაიერთის თავისებურებების დეტალური გამოკვლევა იქნება.

PS: სხვათაშორის, ყოველდღიურად მსოფლიოში საშუალოდ 500 მილიარდი ფინჯანი ყავა ისმება!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები