LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვძებნოთ სასურველი უძრავი ქონება?

2256
715x400 Fortuna 1

უძრავი ქონების ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხია. ამ საქმეში მთავარი სირთულე შერჩევა და გადაწყვეტილების მიღებაა. მიუხედავად არჩევანის მრავალფეროვნებისა საკუთარ სურვილებზე მორგებული ბინის, კომერციული ფართის, თუ მიწის ნაკვეთის მოძებნა მაინც არ არის მარტივი. მაგრამ, როცა არსებობს უძრავი ქონების ისეთი ციფრული პლატფორმა, როგორიცაა area.ge, სანერვიულო არაფერია, რადგან არეა ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარება.

არეაზე წარმოდგენილია უძრავი ქონების შესახებ არსებული განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობა, აქ შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც მშენებარე ან ახალაშენებული ბინები, ასევე მეორეული საცხოვრებელი ქონება, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები, ოფისები, აგარაკები და.ა.შ. არეაზე განცხადებები ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება წააწყდე ზუსტად ისეთ სახლს, თუ მიწის ნაკვეთს, რომელიც გულით გინდა, რომ შეიძინო.

area.ge მომხმარებელს სთავაზობს ქონების ძებნის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმ სერვისებით.

მომხმარებელს შეუძლია სასურველი ქონების ტიპი თავისი მოთხოვნების შესაბამისად გაფილტროს, ხოლო რუკის მეშვეობით მარტივად მოძებნოს უძრავი ქონება კონკრეტულ ლოკაციაზე.

თანამედროვე საიტი იძლევა საშუალებას, მოძებნო ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება ადგილის, ფასის, ფართის და სხვა მახასიათებლის მიხედვით. როგორ? საძიებო ფილტრში უთითებ შენთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, მაგალითად უბანს, საერთო ფართს, ქონების ტიპს და აძლევ ძებნის ბრძანებას, რაც ნიშნავს იმას, რომ საიტი შემოგთავაზებს მხოლოდ იმ განცხადებებს, რომელიც შენს მოთხოვნებს ერგება. ამით არ ხარჯავ ფუჭად დროს, შენთვის უსარგებლო განცხადებების კითხვა – თვალიერებაში, ამის ნაცვლად კი მხოლოდ ისეთი ქონებიდან გიწევს არჩევანის გაკეთება, რომელიც ახლოსაა შენთვის იდეალურ შემოთავაზებასთან.

საიტის რუკის მეშვეობით უმარტივესია ნებისმიერი ტიპის ქონების მოძებნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში. ლოკაციის პირდაპირი მითითებით, შენს თვალწინ გადაიშლება მაგალითად ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ან იმ რეგიონის გასაყიდი ქონება, რომლითაც დაინტერესებული ხარ. დეტალურად შედგენილი განცხადება და ნათლად წარმოდგენილი ფოტოები შეგიქმნის პირველად შთაბეჭდილებას სახლისა თუ კომერციული ფართის შესახებ, განცხადებაშივე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით შეძლებ გაესაუბრო ქონების მესაკუთრეს და ამის შემდეგ წახვიდე ადგილზე სანახავად ან უკვე გასაფორმებლად. დისტანციურად ბინის შერჩევა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, თანამედროვე  პლატფორმა ციფრულად გამოგზაურებს საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი ქონების „მორევში“ და მოგცემს საშუალებას, ეს ერთი შეხედვით რთული საკითხი, მარტივად გადაწყვიტო ისე, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგება წარმატებით და ახალი შენაძენით დასრულდეს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები