„მაიო კლინიკა“, რომელსაც კამპუსები ამერიკის რამდენიმე შტატში აქვს, მათ შორის, არიზონაში, ფლორიდასა და მინესოტაში,  სტრესით გამოწვეულ პრობლემებსა და მათთან გამკლავების გზებზე წერს.

„იმ დროსაც კი, როცა ამას ვერ აცნობიერებთ, რომ რამეზე ნერვიულობთ, ორგანიზმს სტრესი აქვს. ეს კი იწვევს თავის ტკივილს, უძილობას და შრომისუნარიანობის შემცირებას. თუ სტრესს ყურადღებას არ მიაქცევთ, ამან შეიძლება გამოიწვოს გულის დაავადებები, სიმსუქნე და დიაბეტი“.

სტრესის ნიშნებია: თავის ტკივილი, გაღიზიანება, ტკივილი გულმკერდის არეში, მოტივაციის დაქვეითება, მოწყენილობა ან დეპრესია, უძილობა.

თუ ამ სიმპტომებს ამჩნევთ საკუთარ თავს, სტრესის დასაძლევად შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგათ:

რეგულარული ფიზიკური აქტივობა

მიმართეთ სარელაქსაციო მოქმედებებს, როგორიცაა: ღრმა სუნთქვა, მედიტაცია, იოგა ან მასაჟი

შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა

დაუთმეთ დრო ოჯახსა და მეგობრებს

დრო გამონახეთ თქვენი ჰობისთვის, წიგნის კითხვა იქნება ეს, მუსიკის მოსმენა თუ სხვა.

კლინიკის ექიმები ამბობენ, რომ ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ, რამდენიმე დღეში ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები გაგიქრებათ, თუ ისინი ნამდვილად სტრესმა გამოიწვია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკა გირჩევთ, ექიმს მიმართოთ.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი