LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში და დავიცვათ მზისგან

351
tatia-gigiloshvili-silamzis-akademia-2020-01-10-07-54-53-110982

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში და დავიცვათ მზისგან – ამ თემებზე “ფორტუნას”ექიმმა-კოსმეტოლოგი თათია გიგილოშვილი ესაუბრა.

კანი სუნთქავს, შეიგრძნობს, გვიცავს და შეუძლია რეგენერაცია. ის ყველაზე დიდი და ყველაზე მრავალფუნქციური გრძნობის ორგანოც არის. კანი ჩვენს სხეულს გარემოს მავნე ზემოქმედებებისგან იცავს და გარე სამყაროსგან გამოყოფს. კანი გრძნობის ყველაზე დიდი ორგანოა. ის ტემპერატურას, შეხებასა და ტკივილს შეიგრძნობს ძლიერ სპეციალიზებული სენსორული უჯრედების ქსელით, რომელიც კანის მთელ ზედაპირზეა გადაჭიმული. კანის მოვლას სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვანაირად განხორციელებთ.

ზაფხულში, როდესაც მატულობს ტემპერატურა კანის სტრუქტურა მეტად იცვლება (განსაკუთრებით ცხიმიანი კანი) აქტიურდება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია, ფორები მეტად ფართოვდება.ზაფხულიში ყოველდღიური საცხები უფრო მეტად მსუბუქი და თხელი სტრუქტურის უნდა ავარჩიოთ მაგ: შრატები, ბუსტერები, თუმცა ეს ყოველივე საკმარისი არ იქნება მშრალი ტიპის კანისათვის.

ზაფხულში კანში გროვდება მეტი თავისუფალი რადიკალები, ასევე, უნდა ვუფრთხილდეთ მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეულ დაბერებას. ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, უნდა ვიხმაროთ დამატენიანებლები მზის დამცავი ფილტრებით SPF 30-50.

შეიძლება თუ არა ზაფხულში კანის წმენდა, აქვს თუ არა სეზონი წმენდის პროცედურას?

სახის ღრმა თუ ზედაპირულ წმენდას არ გააჩნია სეზონი, განსაკუთრებით თუ პრობლემურ კანზე გვაქვს საუბარი, მაგრამ მნიშვნელოვანია და უნდა გავითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები ამ პროცედურების შემდეგ. მინდა შევეხო პილინგების თემას ზაფხულში, ამ პროცედურითაც საბედნიეროდ არ ვართ შეზღუდულები, რადგან დღესდღეობით არის გარკვეული სამედიცინო კომპანიები, რომლებიც გვაწვდიან ზუსტად სეზონური პილინგებისათვის განკუთვნილ პროდუქტებს და ჩვენებების მიხედვით შეგვიძლიან ვურჩიოთ პაციენტებს.

ზაფხულში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუჯის მისაღებად ვემზადებით კანი უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული, რომ ნაკლებად გამოშრეს და განვითარდეს დეჰიდრატაცია. კანს ვამზადებთ სხვადასხვა პროცედურებით, როგორიცაა აპარატურული დატენიანებები სხვადასხვა მიოსტიმულაციები, ასევე ინექციური პროცედურები: ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია და პლაზმოთერაპია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ფოტოდაბერების შემთხვევაში. ფოტოდაბერება ეს არის მზის აგრესიული ზემოქმედება ჩვენს კანზე.

კოსმეტიკური საშუალებების შეფუთვებზე წარწერა SPF იშიფრება როგორც მზისგან დამცავი ფაქტორი. რიცხვი, რომელიც მას მოსდევს, აღნიშნავს, რამდენად კარგად ვართ დაცული ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, შესაბამისად, რაც უფრო მაღალია რიცხვი, მეტია დაცვაც. SPF საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ულტრაიისფერი სხივების გარკვეული რაოდენობა ისე, რომ არ დავაზიანოთ კანი.

ზამთარში უნდა მოიხმაროთ SPF15-20-იანი დღის კრემები, ზაფხულში 15-30, თუ თქვენ ღია ფერის კანი გაქვთ SPF35 -მდეა სასურველი. მათ, ვისაც გამოხატული ალერგია აქვთ მზის სხივებზე და ადვილად ეწვებათ კანი, გამოიყენეთ – SPF50 და SPF50 +.  SPF -ი უნდა გამოიყენოთ ქიმიური პილინგების შემდეგაც.

SPF-იანი კრემები კანზე უნდა დაიტანოთ მზეზე გასვლამდე 30 წუთით ადრე. ამ დროში მისი აქტიური კომპონენტები უკვე იწყებს მოქმედებას და თქვენი კანიც საიმედოდ იქნება დაცული.

ულტრაიისფერი სხივების 80%-ი ღრუბლიან ამინდშიც ვნებს თქვენს კანს. ის აირეკლება ისეთი ზედაპირებიდან, როგორებიცაა: წყალი, ყინული, თოვლი, ქვიშა. არეკლილი სხივები უფრო ინტენსიურად მოქმედებენ, ვიდრე პირდაპირი, ამიტომ, კანის დაცვა საჭიროა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები