LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუღოთ ბოლო უძილობას!  – 16 ოქროს წესი გიორგი ღოღობერიძისგან

18554
gorgigogoberidze201224

ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქზე გავრცელებული ლაივის მეშვეობით უძილობის ფაქტორებზე საუბრობს. ექიმი 16 ოქროს წესის დახმარებით გვირჩევს, როგორ დავძლიოთ მრავაწლიანი უძილობა.

მესამე კურსზე მე მასწავლიდნენ, რომ არსებობს რამდენიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გამოწვევა – ესაა სიფილისი, წითელი მგლურა და  დღეს ამას დაემატა კოვიდი. კოვიდს შეუძლია ძალიან ბევრი რამ გამოიწვიოს და  მათ შორისაა უძილობაც. გარდა კოვიდისა, უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური სტრესითაც. ასევე უძილობას იწვევს ქრონიკული ტკივილი, გულის უკმარისობა, ჰიპერთირიოზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ესაა მდგომარეობა, რომელიც ალბათ ბევრს გამოგიცდიათ, როდესაც წვები და ფეხები მოუსვენრად მოძრაობს. ასევე შესაძლოა იყოს მენოპაუზის პრობლემა, ესტროგენის რაოდენობის მკვეთრი ვარდნა. ასევ უძილობის მიზეზებში უნდა გამოვყოთ ალკოჰოლი, კოფეინი, თამბაქო. შფოთვითი აშლილობა და დეპრესია ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

როდესაც ადამიანს არ სძინავს, მისი კონცეტრაცია არის ძალიან დაქვეითებული. მისი მეხსიერება ძალიან დაქვეითებულია და არის უკიდურესად გაღიზიანებული. თუ ამ სინდრომის მქონე ადამიანი ატარებს ავტომობილსაც, შესაძლოა მიკრო ძილის ეპიზოდი განვითარდეს და ამას მოჰყვეს უბედური შემთხვევა.

მე ახლა მოგცემთ რჩევებს, რომლის გათვალისწინებაც ბევრად დაგეხმარებათ ძილის პრობლემის მოგვარებაში, ვიდრე ის ტაბლეტები, რომლის შეძენასაც შესაძლოა აპირებთ.

1 ფიზიკური აქტივობა დღისით – დაღლა აუცილებელია იმისთვის, რომ ძილი უფრო სასიამოვნო გახდეს;
2. ძილი ფიქსირებულ დროს – ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ორგანიზმი რეფლექსურად მოვამზადოთ ერთსა და იმავე დროს დასაძინებლად;
3. შუადღის ძილისგან თავის არიდება – თუ ადამიანს არ ეძინება ღამის საათებში, ის იძინებს დღისით. ამ დროს მნიშვნელოავნია, როგორმე გადავეჩვიოთ ამას.
4. კოფეინზე უარის თქმა – თუ მიდრეკილი ხართ უძილობისკენ, კოფეინზე აუცილებლად უნდა თქვათ უარი;
5. ალკოჰოლი – ბევრს ჰგონია, რომ ალკოჰოლის მიღების შემეგ, სწრაფდ ჩაეძინება. ეს ვრცელდება ღამის პირველ ნახევარზე, მაშინ, როდესაც ალკოლჰოლი ორგანიზმიდან გადის, ადამიანი ხშირად იღვიძებს;
6. ოთახში, სადად თქვენ გძინავთ, არ უნდა იყოს ხმაური, საათიც კი არ უნდა წიკწიკებდეს;
7. მნიშვნელოვანია, რომ ოთახში სადაც გძინავთ, იყოს ცივი გარემო;
8. აუცილებელია, რომ ოთახში, სადაც იძინებთ, ბნელოდეს.
9. საწოლი უნდა იყოს განკუთვნილი მხოლოდ ძილისთვის, არ უნდა მივირთვათ იქ საკვები, არ უნდა ვუყუროთ ტელევიზორს, არ უნდა ვიკითხოთ წიგნი;
10. უნდა დავწვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაპირებთ ძილს. მოდი, დაღლილი ვარ და დავწვები, არ მუშაობს. თუ დაღლილი ხარ, დაჯექი, დაწექი მხოლოდ დასაძინებლად;
11. ადექით, თუ დაწოლიდან 20 წუთში არ ჩაგეძინებათ;
12. აუცილებლად უნდა გავიღვიძოთ ფიქსირებულ დროს, მათ შორის შაბათ-კვირასაც;
13. არ მიირთვათ ძილის წინ;
14. ტელეფონი ძილის წინ უნდა იყოს მაქსიმალურად დაბალი განათებით, დაწეული ხმით და გადაყვანილი ღამის რეჟიმზე. ცნობილია, რომ ლურჯი გამოსხივება აღვიძებს, ამიტომ სჯობს ის გადართოთ სხვა ფერზე.
15. ტრადიციები ძილის წინ, კბილების გახევვა, ლოცვა, პიჟამას ჩაცმა, ჩაძინების პროცესს ძალიან ეხმარება:
16. ცხოველები არ უნდა იყვნენ თქვენ საწოლში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები