LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეფასდებიან მოსწავლეები: განათლების სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა

523
70402602-3258723320812057-5277862418431606784-o

“წელს მოსწავლეთა შესაფასებლად განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა – განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს და, ამავე დროს, აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მე-12 კლასელები სასწავლო წელს 20 მაისს, პირველკლასელები – 27 მაისს, დანარჩენები კი 15 ივნისს დაასრულებენ

განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას აღწერს, რაც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას უწყობს ხელს.

განმსაზღვრელი შეფასება კი სწავლების ხარისხს აკონტროლებს და მოსწავლის ცოდნის დონეს შესაბამისი ქულებით აფასებს.

“აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა” – მიხეილ ჩხენკელი

  • ერთი ალტერნატივით, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა განისაზღვრება.
  •  მეორე ალტერნატივიტ კი, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული
  •  იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა
  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ბევრმა სკოლამ დააფიქსირა სურვილი, რომ მოსწავლე დისტანციური სწავლების ფორმით მიღებული და მიწოდებული განათლებით შეფასდეს.

„ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება“ – მიხეილ ჩხენკელი

პოპულალურები