LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა 10 წლის უნახავ დედას ციაკო ფიფია: „რომ ჩამოვიდა, ჩავეხუტე და მისი სუნი შევიგრძენი, თავი ყველაზე ძლიერი მეგონა მსოფლიოში…“

461
ციაკო ფიფია

მსახიობი ციაკო ფიფია ჟურნალ „თბილისელებთან“ დედასთან წლების განშორებაზე საუბრობს, როდესაც მას აშშ-ში მოუწია სამუშაოდ წასვლამ:

„დედა 13 წელია, ამერიკაშია და 10 წელი არ მყავდა ნანახი, ვერ ჩამოდიოდა. არასდროს დამავიწყდება, დედამ რომ დარეკა და თქვა: მე მალე თქვენთან ვიქნებიო, სიხარულით კინაღამ გული გამისკდა. რომ ჩამოვიდა, ჩავეხუტე და მისი სუნი შევიგრძენი, თავი ყველაზე ძლიერი მეგონა მსოფლიოში. ახლა ხშირად ჩამოდის და სითბოთი და ენერგიით ხშირად მავსებს. როგორც თავად ჰყვება, თავიდან ძალიან გაუჭირდა, სერიოზული დეპრესია ჰქონდა, თუმცა იმდენად იყო მუშაობაზე გადართული, ფიქრის დრო არ რჩებოდა. დეპრესიასთან ერთად მუშაობდა თავაუწევლად.

ყველაზე მაგარი დედა მყავს, მეამაყება მისი არსებობა. მშობლებს დედა განებივრებული ჰყავდათ, ხელისგულზე ზრდიდნენ, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა, რომ შვილებს არაფერი მოგვკლებოდა.

გაფრთხილებული მყავს, არასდროს ჩამოხვიდე ისე, თუ არ ვიცით-მეთქი. იმდენად ემოციური ვარ, შეიძლება, სტრესისგან გული გამისკდეს და შოკიდან ვერ გამოვიდე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები