საქართველოში ჩინური და ჰიმალაიური ენერგეტიკული ტექნიკების ოსტატი, ბიზნეს სტრატეგიების პროფესორი, ქოუჩი,  ბრიტანეთის წამყვანი ინჟინერი, მწერალი და რეჟისორი ასოკა ჯინადასა სტუმრობს. ვიზიტის ფარგლები ის სემინარს გამართვას ქართველი მსმენელებისთვის, თემაზე: თუ როგორ დავამარცხთ სტრესი, ასევე როგორ გავხდეთ უფრო ენერგიულები და ჯანმრთელები. პროფესორის ვიზიტზე „ფორტუნას“ სემინარის ორგანიზატორი, ნლპ ოსტატი ანა არველაძე ესაუბრა.

რას ეხება სემინარი, რომელსაც პროფესორი ქართველი მსმენელებისთვის გამართვას?

უნდა აღვნიშნო, რომ მან ათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა. სემინარზე პროფესორი შემოგვთავაზებს მარტივ და პრაქტიკულ მეთოდებს, რაც დაგვეხმარება სტრესის მართვაში, ჩვენში მიძინებული სრული ემოციური, მენტალური და ფიზიკური ენერგო პოტენციალის გაღვიძებაში, ნეგატიური ემოციების და შემაფერხებელი რწმუნებულებების ჩვენს სასიკეთოდ გარდაქმნასა და გამოყენებაში. საკუთარ მაგალითზე აგვიხსნის, თუ როგორ შევძლოთ 73 წლის ასაკშიც ახალგაზრდული სიცოცხლისუნარიანობის, შესანიშნავი ჯანმრთელობის და ბრწყინვალე მეხსიერების შენარჩუნება.

წლების განმავლობაში მან გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ტექნიკების და მეთოდების ნაკრები შექმნა, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მეცნიერული მიღწევების და უძველესი პრაქტიკების სინთეზს. ის აერთიანებს თანამედროვე ქცევით ფსიქოლოგიას, ნეირომეცნიერებას და ნუტრიციოლოგიას უძველეს ჰიმალაიურ და ჩინურ ენერგეტიკულ ტექნიკებთან. მას პირადად აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი და დამუშავებული აღნიშნული ტექნიკების და ქცევების ნაკრების გამაოგნებელი შედეგები ბოლო 13 წლის მანძილზე, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის და ბრწყინვალე მეხსიერების შესანარჩუნებლად.

წიგნი, რომელიც 69 წლის ასაკში დაწერა, ითვლება თვითმოტივირების ყველაზე სრულყოფილ სახელმძღვანელოდ, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო გრან პრი და აღიარება. მასში ახსნილია, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს მიაღწიოს წარმატების უმაღლეს მწვერვალს მის მიერ შექმნილი 6 საფეხურიანი სისტემის დახმარებით, ისევე, როგორც თავად მან შეძლო 60 წლის ასაკში.

რას გულისხმობს 6 განზომილებიანი დაბერების საწინააღმდეგო სისტემა?

მის 6 განზომილებიან დაბერების საწინააღმდეგო სისტემით ყველა ადამიანს, ნებისმიერ ასაკში შეუძლია მენტალურად და ფიზიკურად გაახალგაზრდავება, გაჯანსაღება და გაძლიერება. მასში თავმოყრილია გულის, გონების, სხეულის, კონენტრაციის, ჯანმრთელობის და მიზნისკენ სწრაფვის მნიშვნელოვანი ელემენტები.

გული -ინტუიციის, სიყვარულის, თანაგრძნობის და ემპათიის სიმბოლო, რაც განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებს. მისი ელექტრომაგნიტური ველი ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე თავის ტვინის.

გონება – რომლის მენტალური და ემოციური ენერგიით შესაძლებელია აღმოვფხვრათ ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც დემენციის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. იგი არის კონცენტრაციის, კრეატიულობის და ემოციური ინტელექტის სიმბოლო.

სხეული – ყველა ენერგო ცენტრის, ეგრეთ წოდებული ჩაკრების საცავი, რომლებიც მართავენ ადამიანის დღეგრძელობას და კეთილდღეობას. ჩაკრების დაბალანსება შესაძლებელია მარტივი სავარჯიშოების შესრულებით, რაც აძლიერებს მათ მენტალურ და ფიზიკურ ენერგიას და ჯანმრთელობას.

მიზნისკენ სწრაფვა – აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს და ააქტიურებს ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მოქმედებს გულის, გონების, რწმუნებულებებისა და განხორციელების რეალური შესალებელობის კარნახით.

კონცენტრაცია – გვეხმარება კოგნიტური უნარების განვითარებაში და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკის მატების პროცესში.

ჯანმრთელობა – შეიძლება გავაუმჯობესოთ მარტივი სავარჯიშოებით, გადამუშავებული საკვების შეზღუდვით და ჯანსაღი ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, თხილეულის და პარკოსნების მიღებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ავიმაღლოთ იმუნიტეტი და მარტივად გავუმკლავდეთ სტრესს.

სემინარზე პროფეროსი ასოკა გაგვიზიარებს მარტივ ყოველდღიურ პრაქტიკებს, რომლის შესრულებაც შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისათვის. ესენია: ახალი ტვინის უჯრედების წარმოქმნა (ნეიროგენეზისი ასაკოვანი ადამიანის თავის ტვინშიც წარმოქმნის ახალ უჯრედებს). მკვდარი უჯრედებისაგან განთავისუფლება, დეტოქსი (მკვდარი უჯრედები გროვდება სხეულში და იწვევს ასაკობრივ დავადებებს). ეპიგენეტიური გადაპროგრამირება (აზრებს, დიეტას და სასურველ გარემოს შეუძლია გენეტიკური თვისებების ცვლილება). კალორიების შეზღუდვა (ნაკლები ოდენობის საკვების მიღება გვეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მიღებული საკვების გადამუშავებაზე). რეგულარული ფიზიკური აქტივობა (უჯრედების ჟანგბადით მომარაგებით ნელდება დაბერების პროცესი). სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავება (პოზიტიური და დადებით ემოციების გამოყენებით შესაძლებელია ჯანმრთელობის და კეთილდღობის გაუმჯობესება). პოზიტიური აზროვნება (ასაკის მატების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით შესაძლოა დაბერების პროცესის შეჩერება).

პოზიტიური აზროვნება როგორ ამცირებს დაბერების პროცესს?

მოგეხსენებათ, რომ ქრონოლოგიურ ასაკზე მეტად, ჩვენი სხეულის უჯრედების მდგომარეობა განსაზღვრავს ჩვენს ბიოლოგიურ ასაკს. ეს ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის ყველაზე ზუსტი ინდიკატორია. ხოლო უჯრედების მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს აზრებზე და დამოკიდებულებაზე ასაკის მატების მიმართ, რადგან ტვინი უშუალოდ აკონტროლებს უჯრედების მდგომარეობას, შეგვიძლია დამოკიდებულების შეცვლით შევაჩეროთ დაბერების პროცესი. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის უჯრედებში მიძინებული გენების გააქტიურებით შესაძლებელია უამრავი ასაკთან დაკავშირებული დაავადებისგან სრული განკურნება და ასევე პრევენცია, რაც აისახება ჩვენს გარეგნობაზე და სხეულის ზოგად მდგომარეობაზე.

პოზიტიური აზროვნებით შესაძლებელი ხდება დაბერების პროცესის შენელება, მას ასევე შეუძლია წარმოუდგენელი დახმარება გაგვიწიოს წარმატებისკენ სავალ გზაზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ პოზიტიური აზროვნებით ვერ გადავლახავთ გარკვეულ შემხვედრ ბარიერებს და აუცილებელია “რეალური ოპტიმიზმი”, რომ შევძლოთ ბარიერების გადალახვა. მოგეხსენებათ, სამყაროში ყველაფერი არის ენერგია, ჩვენი პოზიტიური განწყობით ჩვენს გარემოცვას და ახლობელ ადამიანებსაც ვუზიარებთ დადებით ენერგიას და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის.

პროფესორი ასოკა ჯინადასა სემინარს 29 ივნისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაატარებს.

https://www.facebook.com/events/362449131141830/

 

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები