LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გაარჩიოთ ფალსიფიცირებული „სამსუნგი” ორიგინალისგან – რჩევები „ელიტ ელექტრონიქსისგან”

199

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელებში შეძენილი „სამსუნგის“ სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ განცხადებაში.

ელიტ ელექტრონიქსი“ როგორც „სამსუნგის“ ოფიციალური რითეილ პარტნიორი, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ავრცელებს ინფორმაციას „სამსუნგის“ ბრენდის მიერ შემუშავებული ახალი ჰოლოგრამის თაობაზე, რათა არ შევიდეს მომხმარებელი შეცდომაში და ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გავარჩიოთ ფალსიფიცირებული არაორიგინალი პროდუქცია ორიგინალისგან და რა დამატებითი ბენეფიტებით შეუძლიათ ისარგებლონ.

„სამსუნგი“ სმარტფონებისთვის იყენებს ოფიციალურ ჰოლოგრამას, იმისათვის რომ განასხვავოს მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის – მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი. „სამსუნგის“ განახლებული ჰოლგორამა დატანილი იქნება ყველა ოფიციალური სმარტფონის ყუთის წინა ფასადზე.

 სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და აქვს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელზე.

სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია „სამსუნგის“ ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელებში შეძენილი „სამსუნგის“ სმარტფონი ოფიციალური ჰოლოგრამით დასტურია, რომ თქვენ გარანტირებულად ყიდულობთ ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქრებს, ფასდაკლებებს და ისარგებლებს აქციებით, როგორიცაა: მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“, – ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები