LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეს ტურისტი აეროპორტში: საქართველო რეგულაციებზე ფიქრობს

305
98346254-2821752187922223-8829179749449334784-n

უკვე გადაწყვეტილია, საქართველო პირველ ტურისტს 1 ივლისს მიიღებს. თუმცა ჯერ არ არის შედგენილი რეგულაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩამოსული ტურისტი აეროპორტში.

როგორც „ფორტუნას“ აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა ბარამიძემ განუცხადა, ჯერ საერთაშორისო გაიდლაინი მიღებული არ არის და საქართველოშიც მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი რეგულაციები დააწესონ აეროპორტებში.

„პროტოკოლებზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან საბოლოო გაიდლაინი ჯერ არ შემუშავებულა. ევროკავშირის ქვეყნებშიც კი ბოლომდე კონსესუსი მიღწეული ჯერ არ არის.

საბერძნეთში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება კოვიდპასპორტი და მათ სხვა ქვეყნები არ ეთანხმებიან. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ იტალიიდან და ესპანეთიდან ჩასულ ტურისტებს 14-დღიან კარანტინში გაუშვებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტურისტი რატომ გადაწყვეტს ასეთ ქვეყანაში ჩასვლას. ტურისტს ქვეყნის დათვალიერება უნდა და მთელი დრო კარანტინში უნდა გაატაროს? ასევე მიდის დავა მგზავრებს შორის რამდენმეტრიანი დისტანცია ჯობია რომ იყოს, ორმეტრიანი თუ მეტრანახევრიანი.

პრემიერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ შემოსულ ტურისტს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარტესტი უნდა ჰქონდეს გაკეთებული. გაიდლაინები აეროპორტებს ჯერ არ მიგვიღია. ჩვენთან ერთად მუშაობს საკოორდინაციო საბჭო და სამოქალაქო ავიაცია. საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და ჩვენ მათი გადაწყვეტილება უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ნანა ბარამიძემ.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ აეროპორტებში ახალი რეგულაციების შემოღებაზე ყოველდღიურად მიმდინარეობის ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ.  

შეგვიძლია მოვიყვანოთ საბერძნეთის მაგალითი, სადაც შიდა ფრენების აღგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მართალია მგზავრები აეროპორტებში არ მიიჩქარიან, მაგრამ მათ, ვინც გადაწყვიტა მოგაზურობა, უწევთ ახალი რეგულაციები ზედმიწევნით შეასრულონ.
მათ აუცილებად უნდა ატარონ ნიღაბი, რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ და ბარგი ავტომატურად უნდა ჩააბარონ. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი შესასრულებელია.
აეროპორტების ხელმძღვანელობას ევალებათ სალონებს დეზინფექცია ჩაუტარონ ყოველი რეისის შესრულების შემდეგ.
ათენიდან საერთაშორისო ფრენები 15 ივნისიდან განახლდება. რომელ ქვეყნებში შეეძლებათ ბერძნებს გამგზავრება, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, ისევე როგორც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რომელი ქვეყნებიდან მიიღებენ თავად ტურისტებს 1 ივლისიდან.

 

პოპულალურები