LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უზრუნველვყოთ ბავშვის უსაფრთხოება

471

ვაქციოთ სახლი უსაფრთხო გარემოდ

ბინაში ბავშვისთვის უამრავი საფრთხე არსებობს. თუ მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, დავაყენოთ შტეფსელებზე დამცავი საცობები, სამზარეულოს ქურას დავახუროთ თავი, გადავუკეტოთ გზა კიბისკენ. წამლები, საყოფაცხოვრებო ქიმია და მჭრელი საგნები კი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა შევინახოთ.

ასწავლეთ ბავშვს, სწორად მოიქცეს საჭიროების შემთხვევაში

სკოლამდელმა ბავშვმა უნდა იცოდეს, საჭირო შემთხვევაში როგორ დარეკოს 112-ზე. ამასთან, უნდა შეეძლოს თქვას საკუთარი გვარი და სახლის მისამართი, საუკეთესო შემთხვევაში კი – დედის, ან მამის ტელეფონის ნომერი.

cd5b80978cb3d1bfbe8b14c031591f273c2566e8

აუხსენით უსაფრთხოების მთავარი პრინციპები

მართალია, ბავშვი მარტო სახლში არ უნდა დავტოვოთ, არც ქუჩაში გავუშვათ დამოუკიდებლად, სანამ შესაბამის ასაკს არ მიაღწევს, თუმცა თავიდანვე უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციებში. მაგალითად – ყოველ ჯერზე უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ უთო ცხელია და ხელი არ უნდა ახლოს, დედა კი არასოდეს არ ტოვებს ჩართულ უთოს; თუ ბავშვს სურს, სახლის საქმეში დაგვეხმაროს, არ ვუთხრათ უარი და მასთან ერთად გამოვაცხოთ ბლინები, თუმცა მანამდე კარგად უნდა ავუხსნათ პრინციპი და დავიცვათ უსაფრთხოება ქურასთან.

ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს უფროსებთან

ვასწავლოთ ბავშვს, რომ უცხო ადამიანებთან საუბარი არ შეიძლება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველა უცნობი სიმართლეს არ ლაპარაკობს. ბავშვმა არ უნდა მიღოს მათგან საჩქრები, არ უნდა გაერთოს და არ გაჰყვეს სასეირნოდ. ბავშვს ავუხსნათ, რომ როდესაც უცნობი ეუბნება, რომ მისი მშობლების დავალებით მიაკითხა სკოლაში, ან ბაღში, არ უნდა დაუჯეროს. გამონაკლისი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაუშვას, თუ დაიკარგება. ასეთ დროს კი, უმჯობესია, ქუჩაში გამვლელ ბავშვიან ქალს, ან პოლიციელს მიმართოს დახმარებისთვის.

1de43cb7-9d9d-4aa0-8e75-e3c9c8450981.format_jpeg.inline_yes

მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლებთან ყველაფრის თქმა შეუძლია. როცა რამე ცუდ საქციელს ჩაიდენს და ამის შესახებ მოგვიყვება, უნდა შევაქოთ, რომ არ დამალა ჩვენთან. მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდად უნდა ავუხსნათ, როგორი საქციელი იქნებოდა სწორი და რატომ. თუ ვეჩხუბებით ჩადენილის გამო, შემდეგ ჯერზე ის აღარაფერს მოგვიყვება.

მივცეთ მაგალითი

თუ გვინდა, რომ ბავშვმა უსაფრთხოების ზომები დაიცვას, პირველ რიგში, თავად უნდა მოვიქცეთ ასე. ბავშვთან ერთად დავიცვათ ყველა საჭირო ზომა, არ გადავირბინოთ გზაზე, როცა ფეხით მოსიარულეებისთვის არ ანთია შუქნიშანზე მწვანე ფერი, არ ვიმგზავროთ მანქანით ღვედის გარეშე და ა.შ. მუდმივად გაუმეორეთ, რომ წესები განხილვას არ ექვემდებარება და მოიგონეს იმიტომ, რომ ნებისმიერი სიტუაციის დროს მკაცრად დავიცვათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები