LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ,,ფეიკ ნიუსს” კორონავირუსის შესახებ?

447
covid19fakenews

კორონავირუსთან დაკავშირებით ინტერნეტში ძალიან დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია ვრცელდება. ,,ფეიკ ნიუსების” რიცხვი ისეთი დიდია, რომ ექსპერტები ჩვეულებრივთან ერთად, ,,ინფორმაციული” ჰიგიენის დაცვასაც გვირჩევენ.

როგორ უნდა ავარიდოთ თავი დეზინფორმაციის გავრცელებას და როგორ გავარჩიოთ რეალური ცნობები მოგონილისგან? – აქტუალური თემის შესახებ ,,ბიბისის” წერს.

1. გაჩერდით და დაფიქრდით

ყველა ჩვენგანი ღელავს და ერთმანეთის გამხნევებას ცდილობს. როგორც კი რაიმე ახალს ვიგებთ, მაშინვე ვუგზავნით ლინკს ჩვენს ოჯახის წევრებს და მეგობრებს, თუმცა უმჯობესი იქნება ჯერ გულდასმით გავეცნოთ მიღებულ ინფორმაციას და გადავამოწმოთ.

2.შეამოწმეთ წყარო

იმისათვის, რათა რეალური ინფორმაცია მიიღოთ, გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური, აღიარებული საერთშორისო წყაროები. თუკი ვინმე ავრცელებს რაიმე ინფორმაციას, აუცილებლად დაინტერესდით, საიდან ფლობს ის მას. ,,მამიდაშვილის მეზობლის ბიცოლა, რომელსაც მაგისტრის დიპლომი აქვს” არასოდეს არის სანდო წყარო ინფორმაციის მისაღებად.

3.შესაძლოა მიღებული ინფორმაცია ყალბი იყოს?

ყოველთვის დასვით ეს კითხვა ვიდრე ნიუსს გააზიარებთ. გადაავლეთ თვალი სხვა, ცნობილ მედიასაშუალებებს. გამოიყენეთ საძიებო სისტემა და თუ აღნიშნულ ინფორმაციას ვერცერთ თქვენთვის ცნობილ გვერდზე ვერ წააწყდით, დიდი შანსია ცნობა ყალბი იყოს.

4.ეჭვი გეპარებათ? არ გააზიაროთ!

არ გააზიაროთ არცერთი ცნობა, რომლის რეალურობაშიც ეჭვი გეპარებათ. ასე ხელს შეუშლით ყალბი ამბების გავრცელებას და არასწორი ინფორმაციისგან თქვენს ახლობლებსაც დაიცავთ.

5.გადაამოწმეთ ყველა ფაქტი ცალ-ცალკე.

თუ სტატიაში ან პოსტში საუბარია რამოდენიმე რეკომენდაციაზე, გადაამოწმეთ ყველა მათგანი და გაიგებთ, რომელი მათგანია გაცემული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, შესაბამისად რომელი მათგანის შესრულებაა საჭირო და რომელი გვიცავს ინფიცირებისაგან ნამდვილად.

6. ერიდეთ ემოციურ პოსტებს.

ეს კარგს არავის მოუტანს. ნუ გაავრცელებთ პოსტებს, რომლებიც ადამიანების დაშინებას ისახავენ მიზნად, ან შეიძლება არც ისახავენ, მაგრამ მათ გავრცელებას პანიკა მოაქვს. ნუ დაწერთ დეპრესიულ პოსტებს, ეცადეთ სხვებს იმედი მისცეთ.

7. იფიქრეთ მიკერძოებაზე

რატომ აზიარებთ ინფორმაციას? იმიტომ, რომ გჯერათ მისი რეალურობა თუ იმიტომ, რომ ეთანხმებით მას? შესაძლოა ასეთ დროს მიკერძოებული იყოთ და გააზიაროთ ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, თუმცა თქვენ ისურვებდით, რომ რეალური ყოფილიყო. ეცადეთ ობიექტური იყოთ და სხვებს მიაწოდოთ მხოლოდ ნამდვილი ინფორმაცია რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები