LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვლინდება არაჯანსაღი მიჯაჭვულობა შვილზე – ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე

804
116910787-1703722706442758-7415668691838670845-n

როგორ ვლინდება არაჯანსაღი მიჯაჭვულობა შვილზე – ,,ფორტუნას” ფსიქოლოგი მაგდა ფერაძე ესაუბრა.

,,შვილები არ ეჯაჭვებიან მშობლებს, როგორც წესი მშობლები ეჯაჭვებიან მათ. ეს ხდება მაშინ, როცა ფსიქოლოგიური ჭიპლარი გადაჭრილი არ არის. ზრდასრულ ასაკში ასეთ ადამიანებს დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლიათ. ალბათ ხშირად გვსმენია ფრაზები: „ჩემი ცხოვრება შენ შემოგწირე, კარიერა შენს გამო ვერ გავიკეთე“. ამ ფრაზებით მშობელი ცდილობს პასუხისმგებლობა გადააბაროს შვილს, რადგან თვითონ ვერ შესძლო ცხოვრებაში რაღაცის გაკეთება.

ჩვენს მენტალობაში ძალიან ხშირია 40 წლის ბავშვები. მაგ: როდესაც დედა ჩართულია ზრდასრული ადამიანის პირად ცხოვრებაში, ცდილობს ცალკე არ გაუშვას. ასევე, ხშირია რამოდენიმე თაობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ესეც ერთგვარი კონტროლია შვილზე და მითუმეტეს მის მეუღლეზე.

ასეთ ოჯახებში წყვილს არ გააჩნია პირადი სივრცე, შელახულია მათი უფლებები, რაც დროთა განმავლობაში დიდ უფსკრულს წარმოშობს წყვილს შორის. ჰიპერმზრუნველ მშობელს, რომელსაც საკუთარი თავისგან გაშვებული არ ჰყავს შვილი პირდაპირი გაგებით მისი უმწეოდ ჩამოყალიბება შეუძლია. ჯანსაღი აღზრდის სტილი დემოკრატიული სტილია. ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები წარმატებულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად ყალიბდებიან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები