LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში

134
salome

საქართველოს პრეზიდენტი მშენებარე ობიექტზე 16 წლის ბიჭის დაღუპვის გამო სამშენებლო კომპანიის დირექტორის დაკავებას ეხმაურება.

„როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 

მშენებლობაზე გარდაცვლილი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია

ახალგაზრდა მამაკაცი ლიფტის შახტში ჩავარდა

„სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია.  წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!“ – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ისანში, მშენებარე ობიექტზე ლიფტის შახტში ჩავარდა და შედეგად  16 წლის მუშა დაიღუპა.

დღეს კი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“დირექტორი დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები