LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

307
წვიმიანი ამინდი

24 მაისს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +12, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში ნალექიანი ამინდია, სადაც +15 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +4, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც უნალექო დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები