LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ჭიათურის საბაგირო – მშენებლობა სრულდება (ფოტოები)

461
116288561-3526898644009899-8810075769047164215-o

ჭიათურაში, საბაგირო გზების მშენებლობა სრულდება. საბაგირო გზებისა და სადგურების მშენებლობის შედეგად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.

სამშენებლო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვნენ ფრანგული კომპანიების ,,ტექკაბელის“ და ,,პომას“ სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ბიზნესვიზიტორებისთვის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, საქართველოში პირველივე რეისით ჩამოვიდნენ.

ამ დროისთვის, დასრულებულია კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა და ორი მიმართულებით ბაგირის მონტაჟი, დაგეგმილი სამუშაო კი ბაგირის დანარჩენი ორი მიმართულების მშენებლობას, ოთხივე სადგურის ტესტირებას და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას გულისხმობს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ფონდი ჭიათურის საბაგირო გზების მშენელობის სამუშაოებს 2020 წლის შემოდგომაზე დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები