LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება განახლებული კიკვიძის პარკი [ფოტო/ვიდეო]

2330
kikvidze9

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია ნოემბრის დასაწყისში დასრულდება. 

კალაძე კიკვიძის პარკზე: თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი იქნება

5 მილიონიანი კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება.

ამ ეტაპზე უკვე შესრულებულია სამუშაოების გარკვეული ნაწილი. უკვე მოეწყო სპორტული მოედნის, სამაგიდო თამაშების მოედნისა და ფანჩატურების საფუძვლები; რეაბილიტირდა პარკში არსებული ერთსართულიანი შენობა; მოეწყო ერისთავის ქუჩის მხრიდან ჩამოსასვლელი ორი კიბე; დასრულდა წყალარინების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მოწყობა და შემოიღობა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე.

გარდა ამისა, სრულდება განათების მონტაჟი, გარე ღობის და ორსართულიანი შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ამასთან, მიმდინარეობს ცენტრალური შესასვლელის, სხვადასხვა ტიპის სპორტული მოედნებისა და შადრევნების რეაბილიტაცია, საგამოფენო და სამაგიდო თამაშების სივრცეების, ასევე, ერისთავის მხრიდან პარკში შესასვლელი პანდუსის მოწყობა.

როგორი იქნება დასრულებული პარკი:

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია,  ასევე, მოეწყობა ველო და სარბენი ბილიკები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, რაც ითვალისწინებს 774 ხის და 665 ბუჩქის დარგვას. გარდა ამისა, 7880 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება 1600 მეტრამდე სიგრძის ცოცხალი ღობის შესავსებად, ხოლო 390 ძირი მცენარით შეიქმნება 78 მეტრის სიგრძის კიდევ ერთი ცოცხალი ღობე. დენდროლოგიური პროექტი ითვალისწინებს ვერტიკალურ გამწვანებასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები