LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება განახლებული ოკაცეს კანიონი [ვიდეო]

657
20142_1

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ვიზიტორები კანიონის დათვალიერებას 19 მარტიდან შეძლებენ.

თუ როგორია განახლებული ოკაცეს კანიონი, ვიდეოს გვერდი “საქართველოს ეროვნული პარკები” ავრცელებს.

გახსნამდე ცნობილია, რომ კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს – ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები