„ავტორადიოს“ გადაცემის „ასტრომაგია“ წამყვანი, სოფია ბზეკალავა აკეთებს პროგნოზს, როგორი იქნება პოლიტიკურად მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის დამდეგი, 2019 წელი. როგორც იცით, შემდეგი წელიწადი ყვითელი ღორის წელია. როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, ვინაიდან წლის ფავორიტი მშვილდოსანი მართავს პოლიტიკას, ამ სფეროში გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ.

სოფია ბზეკალავა:

2019 წელს იუპიტერი არის მშვილდოსანში, აქედან გამომდინარე, ძირითადად, უნდა ველოდოთ გაუმჯობესებას იმ სფეროებში, რასაც მშვილდოსანი მართავს და ეს არის, პირველ რიგში, პოლიტიკა. მშვილდოსანი ასევე მართავს ფასეულობებს და ტენდენციებს მსოფლიში. ასე რომ, ველოდებით გაუმჯობესებას. მაგალითად, სავიზო რეჟიმის შერბილებას ბევრ ქვეყანაში. სატურნის მშვილდოსანში ყოფნის დროს ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საკუთარი საზღვრები და გამკაცრდა სავიზო რეჟიმი, ახლა კი პირიქით, ამ კუთხით შეიძლება ბევრი რამ გამარტივდეს.

პოლიტიკურად ველოდები ისეთ ძვრებს, რომლებიც შეიძლება, ცოტა რთული გზით, მაგრამ ბევრ ქვეყანაში შეცვლის უკეთესობისკენ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს. შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში მოვიდეს დიქტატორული მთავრობა, რათა კანონმა იკანონოს… ეს იმის გამო მოხდება, რომ სატურნი თხის რქაშია.

რაც შეეხება საქართველოს, ბევრი ასტროლოგი დავობს, რა ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება საქართველოს. ზოგი ფიქრობს, რომ არის მშვილდოსანი, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ არის კურო ან ლომი. სხვათა შორის, სამივე ზოდიაქოს თვისებები გვაქვს. მე მაინც უფრო მეტად ვემხრობი აზრს, რომ საქართველო მშვილდოსანია, რადგან ნაციის რუკა ამას მიუთითებს, თუმცა აქვს კუროს და ლომის ძლიერი გავლენები. ვართ ლომივით ამაყები და ამბიციურები, თუ ძალიან არ დაგვაჭირეს წიხლი და თავმოყვარეობაზე არ შეგვეხნენ, არ გვიყვარს განძრევა. გვყავს ძალიან ზარმაცი ხალხი, რომელთაც უჭირთ სიახლეების მიღება, უყვართ ჩაფრენა ძველზე, რაც კუროს თვისებაა. გვაქვს კარგი თვისებები, ვართ სტუმართმოყვარეები და მიწათმოქმედება არის ჩვენი საქმე, შემთხვევით არ ვართ ამისკენ მიდრეკილები. უნდა ვისწავლოთ სიახლეების მიღება, ნაკლებად ამბიციურები ვიყოთ. მშვილდოსნისგან აღებული გვაქვს ის, რომ ყველას უყვარს სხვისთვის ჭკუის სწავლება, მისი სიმბოლოა კენტავრი, ნახევრად მხეცი და ნახევრად ადამიანია, პრიმიტიული და უმაღლესი გონია შერწყმული, ნეგატიურად განვითარებული მშვილდოსანი არის ძალიან უხეში. გვაქვს მიდრეკილება, ვიღაც ცაში ავიყვანოთ, ვაქოთ, ვადიდოთ, მერე კი თავადვე ჩავფლათ მიწაში. თუკი მშვილდოსანთან კარგი ურთიერთობა გაქვთ, გულში ჩაგისვამთ, მაგრამ თუ გააბრაზებთ, ყველას თვალში ცუდ ადამიანად გამოგიყვანთ და შეეცდება, ლაფში ამოსვაროს თქვენი იმიჯი. ქართულ საზოგადოებასაც აქვს ეს თვისება. უყვარს ადამიანების ლაფში ამოსვრა. უნდა წამოვწიოთ მშვილდოსანის კარგი თვისებები. ეს ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ქუდბედიანია და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ესაა ჩენი ნიშანი, რადგან გადავრჩით, როგორც ერი…

საქართველოსთვის 2019 წელიწადი უნდა იყოს შესაძლებლობების მიღების წელი. ვვარაუდობ, რომ იქნება შიდა დაპირისპირებები, მაგრამ არ უნდა იყოს გლობალური პრობლემები, რადგან იუპიტერი მშვილდოსანშია. იქნება გამწვავების პერიოდები, რადგან იანვარში, ივლისსა და დეკემბერში დაბნელებები ემთხვევა, როცა ნეგატიური ენერგეტიკა აქტიურდება. ასეთ დროს ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, რადგან იდეალური წელი არ არსებობს.

უნდა მივუბრუნდეთ ფესვებს, ტრადიციები არ დავივიწყოთ, მაგრამ გავათანამედროვოთ. ამ შემთხვევაში გვექნება წინსვლის საშუალება, განსაკუთრებით კარგი პერიოდი კი შემოდგომიდან დაიწყება.

ნინო მურღულია

ტეგები: სოფია ბზეკალავა
კატეგორიები: ექსკლუზივი

მსგავსი თემები