LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება პოსტპანდემიური მოგზაურობა – ექსპერტთა ვარაუდები

163
Capture

,,უოლ სთრით ჟურნალმა” ტურიზმის სფეროს ექსპერტები გამოკითხა და დაადგინა, თუ როგორი იქნება მოგზაურობა მომავალში. როგორ შეცვლის პანდემიური რეალობა სასტუმროების თუ აეროპორტების რიტმს, ფრენებს და ბარგთან დაკავშირებულ საკითხებსაც კი.

1. ჩვენ გადავაფასებთ ევროპას

ევროპული დედაქალაქების მიმართ ინტერესი განელდება, ნაკლებად გადატვირთულ ქალაქებზე კი მოთხოვნა გაიზრდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით აღმოუჩენელი დანიშნულება არსებობს და ტურისტები სწორედ მათკენ მიაშურებენ.

2. რეგისტრაციისთვის მხოლოდ სახე იქნება საჭირო

10 წლის შემდეგ თვითმფრინავის ბილეთი თქვენი სახე გახდება – ირწმუნებიან ექსპერტები. ყველა აეროპორტში დამონტაჟდება ბიომეტრული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მგზავრები საპასპორტე კონტროლს და რეგისტრაციას გაივლიან.

3. ჰიგიენაში ფულს გადავიხდით

თვითფრინავში გაჩნდება ახალი „ჰიგინეური კლასი“, რომელში მოხვედრაც მგზავრებს დამატებითი თანხის გადახდით შეეძლებათ. პრემიუმ კაბინაში მაქსიმალური სისუფთავე იქნება დაცული. მაშინ როცა ეკონომ კლასში ჰაერს ჩვეულებრივი ფილტრი გაფილტრავს, ჰიგიენურ კლასში უსაფრთხოება დამატებითი აღჭურვილობების დახმარებით იქნება დაცული.

4. რობოტიზირებული სამყარო

სასტუმროების მუშაობა ხელოვნურ ინტელექტზე გადაერთვება და მომსახურების სფერო რობოტებით გაივსება. გაქრება ღია სივრცეების უმრავლესობა და აბსოლიტურად ყველაფერი, რისი გაწმენდაც პოსტ–პანდემიურ სამყაროში გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული.

5. ჭკვიანი ბარგი

მომავალში ჩემოდნებს სპეციალური გადამცემები დაუმონტაჟება და მათ პოვნას მფლობელები სმარტფონში ჩატვირთული აპლიკაციით შეძლებენ. ფაქტობრივად, ბარგი მუდმივად პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები