LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნებოდა გზა მანქანების, ჰაერი კი გამონაბოლქვის გარეშე: როგორ აღნიშნავს მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე

174
1-65

დღევანდელ ცხოვრებაში ავტომობილი არა ფუფუნების, არამედ საჭიროების საგანია. თუმცა მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, ყველა ვთანხმდებით, რომ ავტომანქანების გაზრდილი მოთხოვნისა და გამოყენების გამო, გარემოს დიდი ზიანი ადგება. ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია აქტუალური.

ამ დღის მიზანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა დავინახოთ თუ როგორი იქნებოდა გზა მანქანების, ჰაერი კი გამონაბოლქვისა და დაბინძურების გარეშე. ამ დღეს მსოფლიო ქვეყნები სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. მაგალითად, ბრაზილიაში ქალები ცხენებით დადიან, ბუდაპეშტში ტარდება რბოლა, ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანებისთვის. ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იმართება პიკნიკები და ღონისძიებები.

საფრანგეთში, პარიზის მთელი ცენტრი საფეხმავლო ხდება, ინგლისში ველოდემონსტრაციებს აწყობენ. მსოფლიოს ბევრ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფასოა თუ მართვის მოწმობას აჩვენებ. შეღავათებია კაფე-რესტორნებში. კომპანიები ფასდაკლებებს აკეთებენ თუ ველოსიპედით ან ფეხით მიხვალთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მგზავრებს სუვენირებს ჩუქნიან და ა.შ.

გამონაკლისი არც საქართველოა. წელს ეს დღე თბილისში ველომსვლელობით აღინიშნა, სადაც მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა პირმა, ევროკავშირისა და გაეროს თანამშრომლებმა და ევროპელმა ელჩებმა მიიღეს.

„დღე ავტონობილების გარეშე“ (World Carfree Day) ტრადიციად 2000 წლის 22 სექტემბერს მსოფლიოს 46 ქვეყანაში და 2000 ქალაქში ჩამოყალიბდა. თუმცა ამ დღის ისტორია სათავეს დაახლოებით 1950 წლიდან იღებს, მაშინ, როდესაც რამდენიმე დაჯგუფებამ ავტომანქანები გააპროტესტა, იმ მიზეზით, რომ საკუთარ ქალაქებში მანქანებს სხვადასხვა უბნებიდან შეჭრილად მიიჩნევდნენ.

„მსოფლიო დღე, ავტომობილების გარეშე“ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ უბრალოდ დაისვენოთ ავტომობილისგან და სამყაროც ზედმეტი გამონაბოლქვისგან, დაბინძურებისგან და მავნე კლიმატისგან განტვირთოთ. თუ სადმე წასვლა დაგჭირდებათ იარეთ ან ისეირნეთ ფეხით, გამოიყენეთ ველოსიპედი, განიხილეთ სკეიტბორდი ან ელექტროთვითმავალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები